კატეგორია - ეკლესია (გვერდი 39/39)

ხცისის წმ. გიორგის  სახელობის  ეკლესია

ხცისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)     
ხცისის წმ. გიორგის  სახელობის  ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (17,5X5,7 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდია. აფსიდის შუა წახნაგში თაღოვანი სარკმელია, ხოლო გვერდით წახნაგებში- თითო მაღალი თაღოვანი ნიში. ერთი თაღოვანი ნიში ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ნიში და სარკმლები ერთ დონეზეა და ერთნაირია. საკურთხევლის საფეხურით ამაღლებული ბაქანი ტავისი არდაბაგით მიახლოებულია დარბაზის გრძივი კედლების პილასტრების აღმოსავლეთ წყვილთან.

ჯვარიპატიოსანი
ჯიხეთის მონასტერი
ჯრუჭის მონასტერი

ჯრუჭის მონასტერი

ეკლესია (ქვემო ქართლი - ხაშურის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ჯრუჭის მონასტერი

ჯრუჭის მონასტერი — XI საუკუნის ქართული მონასტერი. მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდ. ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულას სათავეში, სოფელ ცხომარეთის მიდამოებში. სამონასტრო კომპლექსში შედის XI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია (გადაკეთებულია XIX საუკუნეში), რომლის კედლებზე ლაპიდარული წარწერებია. მომდევნო ხანებში მონასტერი მოიშალა. განახლდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნის დასასრულს ჯრუჭულის ხეობა რაჭის ერისთავებისა და წერეთელთა სატავადო სახლის საცილობელ ტერიტორიად იქცა, რის გამოც იგი უკვე ციხესიმაგრის დანიშნულებას ასრულებდა. XVIII საუკუნის 60-იან წლებში სოლომონ I-მა ჯრუჭის მონასტერი აღადგინა, ხოლო შემდეგ წერეთლების საგვარეულოს მისცა აქ დასაფლავების ნება. 1810 მონასტერი უკვე დიდძალ ყმა-მამულს ფლობდა ზემო იმერეთსა და რაჭაში. იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ ჯრუჭის მონასტერი წერეთლების საგვარეულო საკუთრებად იქცა. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების სხვა ნაგებობების ნაშთებიც.

„სურბ ეჯმიაწინ“ (წმ. სერგოს ეკლესია)