კატეგორია - წყალსაცავი (გვერდი 3/3)
შაორის წყალსაცავი
წყალსაცავი (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ამბროლაურის რაიონი)
შაორის წყალსაცავი, ან შაორის ტბა — უდიდესი წყალსაცავი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.
წალკის წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
წალკის წყალსაცავი — სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამის ხეობაში. სარკის ფართობი 33,7 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ². წყლის მოცულობა 312 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
ხრამის წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
ხრამი — მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. ზემოწელში მას ქციას უწოდებენ. ხრამი სათავეს იღებს თრიალეთის ქედის კალთებზე, მიედინება ღრმა ხეობაში. მდინარის სიგრძე 201 კმ-ია, აუზის ფართობი - 8340 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი - 51 კუბ.მ/წმ, მაქსიმალური - 448 კუბ.მ/წმ. საზრდოობს უპირატესად თოვლით, არ იყინება, ქვემოწელში გამოიყენება სარწყავად. ხრამზე აგებულია წალკის წყალსაცავი და 3 ჰიდროელექტროსადგური. ხრამის შენაკადებია: დებედა და მაშავერა (მარჯვენა).
ჯვრის (ენგურჰესი) წყალსაცავი
წყალსაცავი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - წალენჯიხის რაიონი)
ჯვრის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვართან. ზედაპირის ფართობი 13.5 კმ². წყლის მოცულობა 1100 მლნ. მ³. სიგრძე 30 კმ. შეიქმნა მდინარე ენგურის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნებისათვის. ჯვრის წყალსაცავი საქართველოს ყველაზე ღრმა წყალსაცავია (226 მ). შედის გალი-ჯვრის წყალსაცავების კასკადის შემადგენლობაში.