ბოლნისის რაიონი (გვერდი 1/3)
ბარეთის ტბა
ტბა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
ბარეთის ტბა (ბაშქოის ტბა) — ტბა წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1612 მ. ტბის ფართობი 1,24 კმ2, აუზის ფართობი 9,3 კმ2, მაქსიმალური სიღრმე 1,3 მ, საშუალო სიღრმე 0,82 მ. მდებარეობს სინკლინურ მულდაში. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით. მუდმივი შენაკადი არ აქვს. მაქსიმალური დონე გაზაფხულზე, მინიმალური — ზაფხულის ბოლოს. ტბის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირიდან გაყვანილია არხი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაწია ტბის დონე და შეამცირა მისი ზედაპირის ფართობი.
დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.
თეჯისის მენჰირი
სხვადასხვა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
მენჰირი — ყველაზე მარტივი მეგალითური ნაგებობა. წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ ლოდს, რომლის სიმაღლე ზოგჯერ 20 მეტრს აღწევს. მენჰირის დანიშნულება ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ზოგიერთი არქეოლოგის აზრით ისინი დაკრძალვის რიტუალთან იყვნენ დაკავშირებულნი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ეს ლოდები დადგმული იქნა რაღაც მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, ან როგორც სასაზღვრო ნიშანი. ეს ქვები მთელ მსოფლიოშია გაბნეული. სხვადასხვა სიმაღლის, ერთეული ან ჯგუფურად განლაგებული. ევროპაში, აფრიკაში და აზიაში გვხვდება, მაგრამ ყველაზე მეტი დასავლეთ ევროპაშია. ისინი პრეისტორიოული ხანის სხვადასხვა პერიოდებშია აშენებული და წარმოადგენენ დიდი მეგალითური კულტურის ნაწილს, რომელიც ყვაოდა ვეროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ბოლოდროინდელი მონაცემებით, მენჰირები -7 ათასი წლის წინანდელია.
სანთის ტბა
ტბა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
სანთის ტბა — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს წალკის წყალსაცავის ჩრდილოეთით, სოფელ სანთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1736 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,20 კმ², აუზის ფართობი 0,73 კმ². მაქსიმალური სიღრმე 4,2 მ, საშუალო სიღრმე 2,5 მ. წყლის მოცულობა 0,50 მლნ. მ³.