მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 14/17)
ყაზბეგის მწვერვალი
მყინვარი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
მწვერვალი ყაზბეგი — მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდორაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ზილგახოხის მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ სიმაღლეზეა.
ყელის ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - ახალგორის რაიონი)
ტბა ყელის ვულკანურ ზეგანზე, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,28 კმ², უდიდესი სიღრმე 63 მ, საშუალო სიღრმე 24,7 მ, წყლის მოცულობა 31,6 მლნ მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 7,8 კმ². მერიდიანულად გადაჭიმული ტბის ქვაბული შექმნილია დიდი მყინვარული ცირკის ლავური ნაკადის შეგუბებით, რომელიც შემდეგში მყინვარმა გადაამუშავა. ტბა საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური — თებერვალში. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი. ტბა 7-8 თვე ყინულითაა დაფარული. წყალი მტკნარია. თევზი არ არის.
ყელის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ყელის ციხე (სავარაუდოა თამარ მეფის ბრძანებით ჭიაბერ მანდატურთუხუცესისათვის ნაბოძები ციხეა ჟინვალსა და “შვიდთა მთიულეთთან” ერთად) ქალაქ ჟინვალის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაგრე იყო. ციხიდან დასავლეთით (ქალაქისკენ) ეშვებოდა დამცავი ზღუდე, რომლის ძირში კარიბჭე იყო მოწყობილი. 1973-1989 წლებში ციხე გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურ ექსპედიციამ (ხელმძღვ. მ. მარგველაშვილი).
ყელიცადის ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ყელიცადის ტბა — ლავური ნაკადით შეგუბებული ტბა ყელის ზეგანზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 3062 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,25 კმ², უდიდესი სიღრმე 14 მ, წყლის მოცულობა 2,12 მლნ. კმ³. საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. 8-9 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული. ტბაში თევზი არ არის.
ყვარას ეკლესიები
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
ყვარას გუმბათოვანი და დარბაზული ეკლესიები (XI – XIII სს) მდებარეობენ სოფ. არტნის ჩრდილოეთით მდ. ივრის ხეობაში მდ. ხაშრულას შესართავიდან 3 კმ–ში, რომლის გავლაც შესაძლებელია ფეხით ან ორხიდიანი ავტომანქანით. აქ, ტურისტები ისვენებენ ივრის ხეობის თვალწარმტაც ბუნებაში, ათვალიერებენ ყვარას ეკლესიებს და აწყობენ პიკნიკს.
ყინწვისის მონასტერი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
წმ. ნიკოლოზის ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა და ნაშენია აგურით. თარიღდება XII-XIII საუკუნეების მიჯნით. სამხრეთის და ჩრდილლოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV საუკუნეში. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. კვადრატულ საფუძველზე აღმართუყლი გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა
შიომღვიმის კომპლექსი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
შიო ოცი წლის ასაკში დაემოწაფა იოანე ბერს, შემდგომში ზედაზნელად წოდებულს, თან წამოყვა ქართლში და 543-47 წლებში მასთან ერთად ცხოვრობდა ზედაზენზე. 547 წელს, შიო ზედაზნიდან წავიდა და “ინახულა ხევი რაიმე ღრმა უნუგეშისცემო, ურწყული... ჰპოვა ჩრდილოეთ კერძო მდინარესა მას დიდისა, რომელ არს მტკვარი, ქვაბი ყოვლად მცირე, რომელ კმა ეყოფოდა მფარველად სხეულსა მას მისა...”რამდენიმე ხნის შემდეგ მღვიმის გარშემო შეიქმნა სამონასტრო თემი. მათი რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. საჭირო გახდა ეკლესიის აგება. “სცა სათხარი წმინდამან შიო და აღაშენეს ეკლესიაი იოანე ნათლისმცემელისა
ციხისძირის (დუშეთი) განძის წმ. გიორგის კოშკი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კოშკი გეგმით კვადრატულია(5,9X5,9 მ) ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია 6 მ სიმაღლეზე. ზედა ნაწილში სათოფურებია. კოშკის სამხრეთ–აღმოსავლეთი კუთხე დანგრეულია. მოგვიანებით იგი ამოუშენებიათ და კარი მოუწყიათ. I სართულის ჩრდილოეთით კედელში თახჩაა.