შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 2/20)

ანტონ ფურცელაძის სახლი

ანტონ ფურცელაძის სახლი

სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
ანტონ ფურცელაძის სახლი

ანტონ ფურცელაძის სახლი (22,6X12,2 მ) ორსართულიანია, ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შენობა სახეშეცვლილია: მთლიანად მონგრეულია ჩრდილოეთის აივანი, რომელიც მთელ სიგრძეზე გასდევდა სახლს. I სართულზე აივნის ნაცვლად გრძელი სათავსებია მიშენებული. სახლში შესასვლელი სამხრეთიდანაა, ცალ მხარეს გახსნილი აივნიდან. I სართულზე ჰოლი და სხვადასხვა ზომის 4 ოთახია. ერთი ოთახის კარი აივანზე გამოდის. ოთახებში ბუხრებია. ჰოლიდან ხის კიბე II სართულზე ადის, ხოლო ამ სართულის ჰოლიდან - სხვენში. II სართული I სართულის გეგმას იმეორებს. სარდაფის უმეტესი ნაწილი მარანს უჭირავს. აღმოსავლეთით კიდევ ერთი დამოუკიდებელი სათავსია. მარანში ზედა სართულის კაპიტალური კედლის საყრდენი აგურის ბურჯები და მასიური თაღებია. სვეტებსა და გარე კედელს შორის აგურის ორი საწნახელია. იატაკში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის 36 ქვევრი. მთავარი ფასადის მხარეს მარანში ჩასასვლელი ქვის კიბეა.

არაშენდას მთავარანგელოზის ეკლესია
არაშენდას ფერისცვალების ეკლესია

არაშენდას ფერისცვალების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
არაშენდას ფერისცვალების ეკლესია

არაშენდას ფერისცვალების ეკლესია დარბაზულია (7,1X5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სარკმლები მთლიან თლილ ქვაშია გამოკვეთილი. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. უსწორო ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - სწორკუთხოვანი ნიშები. ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთ ქვით ნაგები ტუმბაა. სარკმლები დასავლეთ კედლის და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. აგურის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კრონშტეინებს ეყრდნობა. ეკლესია შიგნიდან შელესილია. აღმოსავლეთ ფასადის კეხში ჩადგმულია ქვა ჯვრის რელიეფით. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორი რიგისაგან შედგენილი ლავგარდანი.

ატენის სიონი
ახალდაბის ღვთისმშობლის ეკლესია
ახალდაბის წმ. გიორგის ეკლესია
ახალუბნის ახალი ჯვრის ეკლესია
ახრისის სამების ეკლესია

ახრისის სამების ეკლესია

ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
ახრისის სამების ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (9,8X5,7 მ) ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, კარისა და სარკმლის საპირეები ნაწყობია მოწითალო ქვის კვადრებით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში, მარცხნივ, ნიშია, ცენტრში დგას 1 მ. სიმაღლის მთლიანი ქვის სატრაპეზო. აფსიდში, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო პილასტრია, რომელსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე აგურით გამოყვანილია რელიეფური ჯვარი. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით. მის აღმოსავლეთ ნაწილში აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო დგას.

ბატეთის ტბა

ბატეთის ტბა

ტბა (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)     მაღალი გამავლობის ავტომობილი
ბატეთის ტბა

ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ. მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება.

ბერბუკის კოშკი

ბერბუკის კოშკი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)     
ბერბუკის კოშკი

კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,7 მ), სამსართულიანია, ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. დაზიანებულია: დანგრეულია პირველი სართულის სამხრეთ კედელი, მეორე სართულის კედლების ზედა და მესამე სართულის კედლების უმეტესი ნაწილი. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში კვადრატული აგურის თაღოვანი ბუხარია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ორი ორმაგი თახჩიანი სათოფური. სამხრეთ კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. სართული შელესილია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში, კარის ორივე მხარეს, თითო ორმაგი თახჩიანი სათოფურია. ასეთივე სათოფურები სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებშიცაა. სართული შელესილი ყოფილა. შენობას შემოვლებული აქვს თევზიფხურად ნაწყობი ბრტყელი ქვის სარტყელი.