სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი (გვერდი 4/7)
ნოქალაქევის ნაქალაქარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - სენაკის რაიონი)
ნოქალაქევის ნაქალაქარი თავადაპირველად აღწერა ფრანგმა მოგზაურმა და მკვლევარმა მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ 1830 წელს. ამის შემდეგ ამ ნაქალაქარს იკვლევდნენ ა. მურავიოვი, კ. კოხი, მ. ბროსე, პ. იოსელიანი, დ. ბაქრაძე, თ. ჟორდანია და სხვები, ხოლო შემორჩენილი ნანგრევების პირველი დეტალური მეცნიერული აღწერილობა ეკუთვნის გ. ჩუბინაშვილს. ნოქალაქევის ნაქალაქარზე არქეოლოგიური გათხრები პირველად 1930-31 წლებში ჩატარდა. ექსპედიციის ხელმძღვანელობა დაეკისრა ახალგაზრდა გერმანელ არქეოლოგს, ალფონს მარია შნაიდერს, რომელსაც ეხმარებოდნენ ქართველი მეცნიერები ლ. მუსხელიშვილი და გ. გოზალიშვილი. ოთხი თვის განმავლობაში არქეოლოგების ჯგუფმა გაწმინდა გალავნის ნაწილი რამდენიმე კოშკით და ორმოცმოწამეთა ეკლესიის აღმოსავლეთი ტერიტორია. გათხრების დროს ერთ-ერთ კოშკში აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერატორ მავრიკის (ახ.წ. 582-602) 23 ოქროს მონეტისგან შემდგარი განძი.
ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნები ძეგლები
ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს ტობა პირველის მღვიმისა და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის. მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (12X5 მ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მ სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, სადაც ჭერის სიმაღლე 30 მეტრზე მეტია. ცალკეულ ადგილას გვირაბის სიგანე 12-15 მ აღწევს. მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე 15 მეტრში, 67 მ სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.
ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
ბუნების ძეგლი მიგარიას კირქვული მასივის სამხრეთ ნაწილში, მდ. ოჩხომურის სათავეებში მდებარეობს. სამ საფეხურიანი კასკადის სიმაღლე 100-120 მ-ია. ჩანჩქერის თითოეული საფეხური დაცემისას ძირში პატარ-პატარა ტბებს ივითარებს. ჩანჩქერის გარშემო არსებული ტენიანობა იწვევს მის მიმდებარე ტერიტორიებზე თავისებური ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბებას, აქ მრავლადაა სხვადასხვა იშვიათი, ენდემური თუ რელიქტური სახეობა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბზის კორომებს. მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. კურზუს ს ჩრდილოეთით, მდ. ოჩხომურის ხეობა, 550 მეტრი ზღვის დონიდან.
პალიასტომის ტბა
ტბა (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ფოთი)
გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.
პაპანწყვილი
ტბა (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ხობის რაიონი)
პაპანწყვილი — კარსტული ტბა ურთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ხობის მუნიციპალიტეტში. სარკის ფართობი 0,62 ჰა, მაქსიმალური სიღრმე 7 მ, საშუალო სიღრმე 4,2 მ, წყლის მოცულობა 26400 მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყალი მომწვანოა. ზაფხულობით ტბაში წარმოიქმნება პირდაპირი ტემპერატურის სტრატიფიკაცია. წყალი ცისფერი და გამჭვირვალეა. გარშემორტყმულია ფიჭვოვანი ტყით.
საკალანდარიშვილოს ციხე
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - სენაკის რაიონი)
ქალაქ სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთაზე დგას ციხე, რომელსაც სახელი არა აქვს. მის ახლოს მოსახლეობა არ არის, ხოლო მის სიახლოვეს მდებარე ქალაქის გარეუბანს „საკალანდარიშვილოს“ ეძახიან (აქ ამ გვარის ხალხი ცხოვრობს). ციხეს ახასიათებს ყველა ის მონაცემი, რომელიც ახასიათებს IV-V საუკუნეების ეგრისის ციხეს, ამიტომ იგი ტიპიურად უნდა ჩაითვალოს.