ფოთი (გვერდი 1/1)
კირზალას კანიონი
კანიონი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ჩხოროწყუს რაიონი)
კანიონინგი, საავტომობილო (4X4), საფეხმავლო. კანიონში მარშრუტის სიგრძე: 500 მ, გზიდან კანიონის საწყის წერტილამდე მისასვლელი ბილიკის სიგრძე 580 მ, ხანგრძლივობა: 1.50–2.00 სთ; სირთულე: საშუალოდ რთული. საწყისი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 880 მ, ბოლო წერტილის სიმაღლე 660 მ.
ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ჩხოროწყუს რაიონი)
ბუნების ძეგლი საქართველოში თავისი პარამეტრებით ერთ-ერთი გამორჩეული, მეოტურ კონგლომერატებში გამომუშავებული უდიდესი კლასტოკარსტული და ფსედოკარსტული 600 მ სიგრძის მღვიმეა. მღვიმე იხსნება შესასვლელი დარბაზით, რომელიც წარმოადგენს სუბჰორიზონტული განტოტვილი ტალანის (გვირაბის) ბოლო ნაწილს. მთავარი ტალანის ფსკერში ჩაჭრილი ეროზიული კანიონით მოზრდილი ცივი მიწისქვეშა მდინარე გაედინება. კანიონის სიღრმე ზოგან 7-8 მეტრს აღწევს. მთავარ ტალანს გამოეყოფა ორი შტო, რომლებიც მასთან შედარებით უფრო ვიწრო და მოკლეა. ერთ-ერთი ტალანი გამჭოლია და ზემო ბოლოთი სამზეოზე გადის. მღვიმესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულობით გვხვდება ხელფრთიანები.
ღუნჯის კანიონი
კანიონი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ჩხოროწყუს რაიონი)
მისვლა შესაძლებელია ორი ან სამ-ხიდიანი ავტო ტრანსპორტით, ცხენით, ქვეითად; კანიონის მარშრუტის სიგრძე: 1100 მ; მისასვლელი ბილიკის სიგრძე 4100 მ. ხანგრძლივობა: 1.50–2.00 სთ; სირთულე: რთული. საწყისი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 1080 მ, ბოლო წერტილის სიმაღლე 880 მ