სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი (გვერდი 6/7)
შხეფის ციხის კომპლექსი
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - სენაკის რაიონი)
შხეფის ციხის ისტორია ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს დაარსების დროიდან იწყება. ალბათ IV საუკუნეში. იგი ამ სამეფოს დაცვის საერთო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყო. ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან ან დასავლეთის მხრიდან – ზღვიდან ელოდა. აქედან მოსულ მტერს კოლხეთის დაბლობზე თუ ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებს აფარებდნენ თავს. მაგრამ თვით მთებსა და ხეობებსაც უნდოდა დაცვა. სწორედ ამ ხეობებისა და მთების ფარად იყო აღმართული შხეფი და მის ჯაჭვში შემავალი ციხეები.
ცაიშის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდის რაიონი)
ცაიშის შესახებ ლიტერატურა ცოტაა. როგორც ირკვევა, ცაიშის ტაძარი წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრალს, ისტორიულ საბუთებში ამის შესახებ პირდაპირი ცნობა მხოლოდ XV საუკუნიდან მოგვეპოვება, მაგრამ არის ისეთი ცნობები, რომლებიც ცაიშის საეპისკოპოსოს არსებობას ადრეფეოდალური ხანიდან ვარაუდობენ. ბიზანტიელი მწერლების ცნობებში არის შემონახული ისეთი გეოგრაფიული სახელი, რომელიც დღეს არ არის შემორჩენილი, მაგრამ შესატყვისს უძებნის აკადემიკოსი ყაუხჩიშვილი, რომელიც VI-IX საუკუნეების ნოტაციებში დასახელებული კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებული ლაზიკის ეპარქიის ოთხი საეპისკოპოსოს შორის ნახსენებ საისის საეპისკოპოსოს ცაიშს უკავშირებს
წალენჯიხის ტაძარი
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - წალენჯიხის რაიონი)
ცენტრალურ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეგვერად. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის I სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბია.
ჭალაადის მყინვარი
მყინვარი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
აქ ზღვის დონიდან 1800მ მარშრუტი გადის ქვა-ღორღიან ადგილზე. ნიშნულები დატანილია ლოდებზე. ჩანს მწვერვალი ჩათინი, რომლის სამხრეთ ფერდობებზეც ყალიბდება ჭალაადის მყინვარი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩათინის ჩრდილოეთი კედელი, რომელიც ალპინისტურ ლიტერატურაში ჩათინის რომბის სახელითაა ცნობილი, ითვლება კავკასიონის ურთულეს ალპინისტურ ობიექტად - აქ ძველი, კომუნისტური დროის კლასიფიკაციით უმაღლესი მე-5 და მე-6 კატეგორიიის თხუთმეტამდე ალპინისტური მარშრუტი იყო გაკვალული.
ჭაქვინჯის ციხე (ჯიხას ციხე)
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდის რაიონი)
ჭაქვინჯის ციხის აშენების თარიღი შეიძლება განისაზღვროს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით - IV-V საუკუნეებით. ციხის არქოლოგიური და არქიტექტურული ანალიზი ამაზე მიუთითებს. ისტრიულ წყაროებში იგი XVII საუკუნიდან იხსენიება. ეს ცნობები ძალზე ცოტას გვაძლევს, რადგან ციხემ იარსება თხუთმეტი საუკუნე და ამ ხნის განმავლობაში მას ცხოვრების დიდი გზა ექნებოდა გავლილი.