ფოთი (გვერდი 1/1)
დადიანების სასახლე
ისტორიული ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდის რაიონი)
დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს მუზეუმს რომელშიც სტუმრებისათვის წარმოდგენილია უნიკალური და ფასდაუდებელი კულტურულ-ისტორიული ძეგლები. სხვა ექსპონატებთან ერთად აქ თქვენ იხილავთ ქვის ხანის, პალეოლითისა და ნეოლითის პერიოდის ნიმუშებს. მუზეუმის კოლექცია სულ მოიცავს 41000 ნამუშევარს.
ცაიშის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდის რაიონი)
ცაიშის შესახებ ლიტერატურა ცოტაა. როგორც ირკვევა, ცაიშის ტაძარი წარმოადგენდა საეპისკოპოსო კათედრალს, ისტორიულ საბუთებში ამის შესახებ პირდაპირი ცნობა მხოლოდ XV საუკუნიდან მოგვეპოვება, მაგრამ არის ისეთი ცნობები, რომლებიც ცაიშის საეპისკოპოსოს არსებობას ადრეფეოდალური ხანიდან ვარაუდობენ. ბიზანტიელი მწერლების ცნობებში არის შემონახული ისეთი გეოგრაფიული სახელი, რომელიც დღეს არ არის შემორჩენილი, მაგრამ შესატყვისს უძებნის აკადემიკოსი ყაუხჩიშვილი, რომელიც VI-IX საუკუნეების ნოტაციებში დასახელებული კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებული ლაზიკის ეპარქიის ოთხი საეპისკოპოსოს შორის ნახსენებ საისის საეპისკოპოსოს ცაიშს უკავშირებს
ჭაქვინჯის ციხე (ჯიხას ციხე)
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ზუგდიდის რაიონი)
ჭაქვინჯის ციხის აშენების თარიღი შეიძლება განისაზღვროს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით - IV-V საუკუნეებით. ციხის არქოლოგიური და არქიტექტურული ანალიზი ამაზე მიუთითებს. ისტრიულ წყაროებში იგი XVII საუკუნიდან იხსენიება. ეს ცნობები ძალზე ცოტას გვაძლევს, რადგან ციხემ იარსება თხუთმეტი საუკუნე და ამ ხნის განმავლობაში მას ცხოვრების დიდი გზა ექნებოდა გავლილი.