სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი (გვერდი 7/7)
ხეშკილის წმინდა გიორგის ეკლესია
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სვანეთის ექსპედიციამ (ხელმ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი შ. ჩართოლანი), ნასოფლარ ხეშკილში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის არქეოლოგიური კვლევა-ძიება 1997-98 წლებში აწარმოა. ნაწილობრივ შესწავლილ იქნა ეკლესიასთან დაკავშირებული სამაროვანი, აიზომა და დაფიქსირდა ნასოფლარის ტერიტორიაზე ზედაპირულად შემორჩენილი შუასაუკუნეების ძეგლები.
ხობის მონასტერი
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ხობის რაიონი)
აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.
ჯვრის (ენგურჰესი) წყალსაცავი
წყალსაცავი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - წალენჯიხის რაიონი)
ჯვრის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, მდებარეობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვართან. ზედაპირის ფართობი 13.5 კმ². წყლის მოცულობა 1100 მლნ. მ³. სიგრძე 30 კმ. შეიქმნა მდინარე ენგურის ჩამონადენის რეგულირებისა და ენერგეტიკული მიზნებისათვის. ჯვრის წყალსაცავი საქართველოს ყველაზე ღრმა წყალსაცავია (226 მ). შედის გალი-ჯვრის წყალსაცავების კასკადის შემადგენლობაში.
ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს ასხის კირქვულ მასივზე ზედაცარცული (ტურონ-დანიური) ასაკის თხელ შრეებრივ კირქვებში, შრეთა დახრის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ორასრთულიან მღვიმეს, რომელიც იწყება ვრცელი შესასვლელი დარბაზით და რომელსაც 4-5 მ სიგანისა დ 3-5 მ სიმაღლის დერეფანი აგრძელებს. მღვიმე შესასვლელიდან მე-100 მეტრზე ორ განშტოებას ინვითარებს. მაქსიმალური სიგრძე 276 მ-ია. ძირითადი მაგისტრალი - მეანდრული დერეფანი ბოლოში მოზრდილ დარბაზში გადადის, რომლის კედელზეც 30 მ სიგრძის მღვიმის მეორე სართულია იხსნება. შესასვლელთან ოდესღაც ჭერი ჩამონგრეულა. მღვიმეში სჭარბობს სტალაქტიტები, იშვიათია სტალაგმიტები; მდიდარია პლასტიკური თიხის 3,5 - 4 მ სისქის ნაფენებით. ჰაერის ტემპერატურა მღვიმის შესასვლელში 18° C-ია, 100 მ-ის სიგრძეზე – 11,6°C, ბოლოში კი 11,5°C. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომელსაც უერთდება მეორე ნაკადი და 15 მ გავლის შემდეგ იგი მდ. ჯორწყუს მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის. მღვიმე საინტერესოა დამახასიათებელი ფაუნით და პალეონტოლოგიური ნიმუშებით, გარდა ამისა, ერთ დროს ის ადამიანების სადგომსაც წარმოადგენდა. აქ ნაპონია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველების ძვლები.
ჰაწვალი (ხედი უშბაზე)
ხედი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით, ჰაწვალია, მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილი. აქ უკვე სამი წელია მოქმედებს 2 400 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასა, რომელიც ევროპის წამყვან სათხილამურო კურორტებს არაფრით ჩამორჩება.სათხილამურო ტრასის ზევით, უმშვენიერესი არყის ტყეა, საიდანაც დამსვენებლები უშბის ზვიადი მთებითაც ტკბებოდნენ, თეთნულდის თეთრ კალთებს სიამოვნებით უმზერდნენ და სუფთა ჰაერით ივსებდნენ ფილტვებს. ქვევიდან, კი ამაყი სვანური კოშკები იმზირებიან.