ქვემო ქართლის რეგიონი (გვერდი 8/12)

საყდრისი, უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლი

საყდრისი, უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლი

ეკლესია (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
საყდრისი, უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლი

საყდრისი-ყაჩაღიანი — ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს. ბოლნისიდან 20კმ-ის დაშორებით. ბორცვზე პირველადი სამეცნიერო სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა თ. მუჯირის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გაჩნდა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ[1]. 2004 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო, 2007 წლიდან 2013 წლამდე კი კვლევებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათი მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა (ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.). თუმცა სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, სადაც მეცნიერები კატეგორიულად გამორიცხავენ ამ ადგილას პრეისტორიულ ოქროს მაღაროს არებობას.

სიხუაანთ  საყდარი
სლესის ციხე, მოქცევის ციხე

სლესის ციხე, მოქცევის ციხე

ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ახალციხის რაიონი)     
სლესის ციხე, მოქცევის ციხე

სლესის ციხე, მოქცევის ციხე — განვითარებული შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და ბორჯომი-ახალციხის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. ციხე ნაგებია ქვიტკირით, გალავანი დაშლილია, დაცულია მხოლოდ ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე. შესაძლებელია სლესის ციხე და ნასოფლარი სლესა ეკუთვნოდეს „სლესართა“ გვარს, რომელიც მოხსენიებულია სამცხე-საათაბაგოს კათალიკოსის სამწყსოს თავადებში: „ბუმბულისძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა ავალიშვილთა და სლესართა აქვს.“

სტელების ჯგუფი, კვირაცხოველი
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი

სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი

მუზეუმი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)     
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი

XVII –XVIII სს. გამოჩენილი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი მდებარეობს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, სადაც დაცულია მისი ნაწარმოებების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები და ამ ნაწარმოებების თემებზე  შექმნილი ქართველი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული  ნამუშევრები, ფოტომასალები, დოკუმენტები. ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას. აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის, ვახტანგის მიერ. 

ტამბულგიოლის ტბა
უზუნგიოლის ტბა
უკანგორის ეკლესია
ფიტარეთის ტაძარი
ქვაჯვარი