კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 6/12)
მუხრანის კომპლექსი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს, ვაკეზე დგას ციხე-გალავნის ნანგრევები. აქ იყო მუხრანბატონთა უკანასკნელი პერიოდის რეზიდენცია. ციხეს ორი წარწერა აქვს. ციტადელის ჭიშკრის თავზე არსებული წარწერის თანახმად, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში აუგია მამუკა მუხრანბატონს ლევან მუხრანბატონის დახმარებით. 1756 წელს ძლიერ დაზიანებული ციხე განუახლებია მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს. წარწერის მიხედვით კონსტანტინე მუხრანბატონი გვატყობინებს, რომ ეს ადგილი აოხრებული ყოფილა მტრებისაგან, ხოლო მცხოვრებნი - `მიმოდაბნეულნი~. მან აქ `მოზღუდა~ გალავანი, ხალხი შეკრიბა და დაამკვიდრა. მტრის სემოსევის შემთხვევაში არა მარტო სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც თავიანთი მოძრავი ქონებით, გალავანს აფარებდა თავს.
ნაზღათ ციხე (მლეთის ციხე)
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნაზღათ ციხე ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერაა დაზიანებული. ციხე გეგმით სწორკუთხაა (20 X17,8 მ), კედლით გაყოფილი იყო ორ ნაწილად – აღმოსავლეთ და დასავლეთ ეზოებად. ციხის ჩრდილო–დასავლეთ და ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეებში, აგრეთვე ეზოს გამყოფი კედლისა და ციხის ჩრდილო კედლის გადაკვეთაზე, თითო სწორკუთხა კოშკი იდგა (შემორჩენილია დასავლეთ კედელი, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი და ჩრდილო–დასავლეთ კოშკი).
ოთარშენის ამილახვრიანთ კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ოთარშენის ამილახვრიანთ კოშკი ცილინდრულია (დიამ. 10,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. კედლების შიდა პირზე ზოგან გამოყენებულია აგურიც. აგური გასდევს ზოლებად ფასადებსაც. კოშკს შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. პირველი სართული დამხმარე სათავსია. აქ ერთი სარკმელია. მეორე სართულის ფრაგმენტებში, კარის გარდა, ერთი სარკმელი და რამდენიმე სათოფური ჩანს. მესამე სართულის შემორჩენილ ნაწილში მხოლოდ ორი სათოფურია. კოშკის სართულშუა გადახურვა ჩანგრეულია.
ოქროს ციხე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი)
ოქროს ცახე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში.
ჟინვალის წმ. გიორგის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ჟინვალის წმ. გიორგის ციხე შედიოდა ჟინვალის ნაქალაქარის სისტემაში. ძირითადი ნაწილი XII - XIV საუკუნეებს განეკუთვნება, ნაწილი – XVII - XVIII საუკუნეებში. 1975-1976 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).
რაბათის ციხე-სიმაგრე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)
მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე, დაარსებულია არაუგვიანეს IX ს-სა. რაბათის ციხე წარმოადგენდა სამცხის ათაბაგთა - ჯაყელების რეზიდენციას. XII – XIII საუკუნეში ციხე აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი "ახალციხე".