კატეგორია - სახლმუზეუმი (გვერდი 2/2)
თომა ციციშვილის სასახლე
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
არსებული ინფორმაციის თანახმად, XIX საუკუნეში ციციშვილებს - ქართლის მებატონეებს შექმნილი ჰქონიათ საერთო კომიტეტი, სადაც მთელი მათი ქონება შედიოდა. უცნობი მიზეზით ამ კომიტეტს გამოჰყოფია თომა ციციშვილი, 1874 წელს დიდებული სასახლე აუშენებია სოფლის შუაგულში, რომელიც საოცარი ოსტატობით ყოფილა მოხატული. ციციშვილების სოფლიდან წასვლის შემდეგ, 1920 წლიდან მოყოლებული მათი საბატონო სახლი, რომელიც ორივე სართულზე ოც ოთახს ითვლიდა, გადავიდა სასოფლო საბჭოს განკარგულებაში. იქ დიდხანს მოთავსებული იყო სასოფლო საბჭო, კოლმეურნეობის კანტორა, ამბულატორია, ბაგა-ბაღი, ბიბლიოთეკა თუ სასოფლო კლუბი. 1930 წელს შენობის ნაწილი დაიწვა. აღდგენის შემდეგ 1974 წლამდე შენობაში სკოლა იყო.
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილმა (1896-1940 წ.წ) აქ გაატარა თავისი ბავშვობა. ყრმა ივანე ხშირად ჩადიოდა სოფელში ზაფხულობით. პირველი სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებიც აქ დაიწყო. შემდეგშიც უკვე ცნობილი მეცნიერი, ხოვლეს ხშირი სტუმარი იყო. აქ ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. სოფელში მასთან ხშირად ჩადიოდნენ სტუმრად გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები. მუზეუმი არსებობს წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები. ექსპონატების რაოდენობა არის 485.
რევაზ ერისთავის სასახლე
სახლმუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
რევაზ ერისთავის სასახლე აგებულია XIX საუკუნის I ნახევარში. ეკუთვნოდა ქართველ პოეტსა და მთარგმნელს რევაზ შალვას ძე ერისთავს. XX საუკუნის 20–იანი წლებიდან 1991 წლამდე სხვადასხვა დანიშნულებისათვის იყენებდნენ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმეა გადაკეთებული, ამის შედეგად თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად შეიცვალა.
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
სახლმუზეუმი (კახეთი - თელავის რაიონი)
ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია.