კატეგორია - ტბა (გვერდი 7/13)
ნახევარტბა
ტბა (კახეთი - ლაგოდეხის რაიონი)
ნახევარტბა, ბაშლეხელი — ტბა კახეთის კავკასიონის თხემზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2713 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², უდიდესი სიღრმე 12,8 მ, საშუალო სიღრმე 6,0 მ. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. სამხრეთ ნაპირიდან გაედინება მდინარე შრომისხევი (ალაზნის სისტემა). წყალი სუფთაა და გამჭვირვალე.
ნურის ტბა
ტბა (აჭარა - ბათუმი)
XIX საუკუნეში წარმოადგენდა ჭაობიან ტერიტორიას. 1933 წელს ქალაქის ბაღი ბავშვთა პარკად გადაკეთდა. მოხდა პარკისა და ტბის ნაპირების კეთილმოწყობა. არხით უკავშირდებოდა შავ ზღვას. 1947 წელს ტბაში პირველი გემი „პიონერი“ ჩაუშვეს, ხოლო 1988 წლის 28 ოქტომბერს გემი „აისი“. მდიდარია თევზით, მათ შორის მოიპოვება სქელშუბლა, კობრი და სხვა. ნაპირთან გაშენებულია 6 მაისის სახელობის პარკი. ნურის ტბას არაერთი ლეგენდა და ისტორიული ფაქტი უკავშირდება.
ორლოვკის ტბა (ახმაზის ტბა)
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ორლოვკის ტბა (ახმაზის ტბა) — ტბა სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, სოფელ ორლოვკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2035 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,22 კმ², აუზის ფართობი 1,2 კმ². მაქსიმალური სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,71 მ, წყლის მოცულობა 0,37 მლნ. მ³.
პალიასტომის ტბა
ტბა (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ფოთი)
გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. ზედაპირის ფართობი 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. მაღალი დონე იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, დაბალი — ზამთარში. წყალი თბილია ივლის-აგვისტოში (25,1°C), ცივია იანვარში (5,2 °C), ძლიერი ქარების გამო ტბაზე ხშირად ჰომოთერმიაა, ცივ ზამთარში გაძგიფულია და ჩნდება ყინულნაპირისი.
პაპანწყვილი
ტბა (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ხობის რაიონი)
პაპანწყვილი — კარსტული ტბა ურთის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ხობის მუნიციპალიტეტში. სარკის ფართობი 0,62 ჰა, მაქსიმალური სიღრმე 7 მ, საშუალო სიღრმე 4,2 მ, წყლის მოცულობა 26400 მ³. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყალი მომწვანოა. ზაფხულობით ტბაში წარმოიქმნება პირდაპირი ტემპერატურის სტრატიფიკაცია. წყალი ცისფერი და გამჭვირვალეა. გარშემორტყმულია ფიჭვოვანი ტყით.