მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 2/17)

ანტიოქია (მცხეთის წმინდა სტეფანე  პირველმოწამის ეკლესია)

ანტიოქია (მცხეთის წმინდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია)

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ანტიოქია (მცხეთის წმინდა სტეფანე  პირველმოწამის ეკლესია)

მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგვსათა“.

არდოტი

არდოტი

ნაქალაქარი/ნასოფლარი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)     მაღალი გამავლობის ავტომობილი
არდოტი

არდოტი — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში (შატილის თემი), ისტორიულ პირიქითა ხევსურეთში, მდ. ანდაქის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1820 მ, დუშეთიდან 113 კმ. 2002 წ. აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 39 მოსახლე. არდოტის ხეობა შატილისა და არხოტის ხეობებთან ერთად შეადგენს პირიქით ხევსურეთს. სოფელში მდებარეობს XIX საუკუნის ეკლესია, ზვიადაურების კოშკი და ღვთისმშობლის ჯვარი. სოფლის ტერიტორიაზე განლაგებულია XIX საუკუნის ეკლესია, ზვიადაურების კოშკი და ღვთისმშობლის ჯვარი.

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)     
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია აგებულია XII ს–ის მეორე ნახევარში 1150-1178 წლებში.. დარბაზულია (14,2X8,2 მ). შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. შიდა სივრცე სამკაოდ გაშლილია, რასაც კიდევ უფრო შლის საკურთხევლის წინ არსებული ბემა. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში – ორი. ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მ ო ხ ა ტ უ ლ ო ბ ი ს ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო–აგურისფერია. საკურთხველეში მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. კონქის კომპოზიცია არ შემორჩა, შუა რეგისტრში მოციქულთა დიდი ზომის წელსზედა გამოსახულებებია, ქვედა რეგისტრი კი ეკლესიის მამათა ფიგურებს უკავია. დასავლეთ კედლელზე გაირჩევა წმინდა მეომრის ფიგურა შუბით და ფარით. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილია მცირე ორნამენტი, რომლის კოლორიტიც ყვითელი ოქრო, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებისგან შედგება.

არმაზის ციხე
არმაზისხევი
არმაზისხევის საველე მუზეუმი

არმაზისხევის საველე მუზეუმი

მუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)     
არმაზისხევის საველე მუზეუმი

მდებარეობს მდინარეების არმაზისხევის და მტკვრის შესართავთან. ადრე აქ იყო ქართლის მთავრების – პიტიახშთა რეზიდენცია. ახლა აქ საველე მუზეუმია შექმნილი. დანიშნულების მიხედვით განირჩევა: საფორტიფიკაციო (ზღუდე გალავანი, კოშკები, ბურჯები, კლდეკარი), სასახლის თუ ტაძრის ტიპის (სვეტებიანი დარბაზი და მისი თანადროული შენობის ნაშთები), სამეურნეო (მარანი), სანიტარულ-ტექნიკური (აბანო, წყალსადენი) ნაგებობანი, სამარხები (მავზოლეუმის ტიპის აკლდამა, სარკოფაგი) და საკულტო ძეგლები (არმაზის კერპის სადგარი, სამსხვერპლო). აღმოჩენილია უამრავი ნივთები – სატევრები, სამკაულები, ფულის მონეტები, მხედრისა და ცხენის მოსართავები და ა. შ. აღმოჩენილი მასალა თარიღდება ახ. წ. I საუკუნიდან - შუა საუკუნეებით.

არშის ციხე
არჩვების ტბა
არჩილის მონასტერი

არჩილის მონასტერი

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
არჩილის მონასტერი

ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719–745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, როგორც ჩანს, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ–დასავლეთი კუთხით თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო–აღმოსვლეთ კუთხეს ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო მეორე ეკლესიის –სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი