სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი (გვერდი 2/7)
კირზალას კანიონი
კანიონი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - ჩხოროწყუს რაიონი)
კანიონინგი, საავტომობილო (4X4), საფეხმავლო. კანიონში მარშრუტის სიგრძე: 500 მ, გზიდან კანიონის საწყის წერტილამდე მისასვლელი ბილიკის სიგრძე 580 მ, ხანგრძლივობა: 1.50–2.00 სთ; სირთულე: საშუალოდ რთული. საწყისი წერტილის სიმაღლე ზღვის დონიდან 880 მ, ბოლო წერტილის სიმაღლე 660 მ.
კოტიანეთის ციხე
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - სენაკის რაიონი)
ციხე ისე მაღლა არ არის აგებული, როგორც სხვა ციხეები (ვაკიდან 20-25 მ სიმაღლეზე), მაგრამ ისეთი ქიმია შერჩეული, რომ აქედან სამხრეთით დიდი მანძილი იზვერება. რაც შეეხება დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხარეებს, ამ მხარეს მთებია და ჰორიზონტი თითქმის დაკეტილია. როგორც ეტყობა, მის ამგებს ასეთი მდებარეობა აწყობდა - მოკლე ხეობა და მის ჩამკეტად დადგმული ციხე. ციხე გეგმით უწესო ოვალურია (20,1X14,5 მ). იგი შედგება გალავნის, კოშკისა და ეკლესიისაგან და თხრილისაგან, რომელიც ციხეს გარს უვლის. სწორედ ამ უკანასკნელის გარეშე იმ ეპოქაში ეგრისის მეფეებს ვერ წარმოედგინათ ციხე, დიდი იყო იგი თუ პატარა.
ლაღამის მაცხოვრის ფერიცვალების სახ. ეკლესია
ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი)
ტაძარი დაბა მესტიის ძველ უბანში, ლაღამში მდებარეობს. ორსართულიანი ბაზილიკის პირველი სართული დიდ მოწამე ქალწულის ბარბარეს (ბარბლაშ) სახელობისაა და მე - IX საუკუნით თარიღდება. მასში შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. გამოკვეთილად ჩანს მხატვრობის ორი შრე. მეორე სართული XIII-XIV საუკუნეებშია დაშენებული და მორთულია ლამაზი ფრესკული მხატვრობით. ტაძრის გარეთა კედელზე მკაფიოდ შეინიშნება მხატვრობა. ჩრდილო ფასადზე გამოსახულია “ადამისა და ევას განდევნა სამოთხიდან”, ხოლო აღმოსავლეთით “წმ. ევსტაფეს ნადირობა”. ტაძარში დაცულია XIII საუკუნის მაცხოვრის (პანტოკრატორი) ოქროვერცხლის ჭედური ხატი.
მარტვილის სამონასტრო ანსამბლი
მონასტერი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV-მ მოიწვია აღმოსავლეთში ცნობილი მთარგმნელი, მწერალი, ისტორიკოსი და პედაგოგი გიორგი მთაწმინდელი, რომელიც საქართველოს მეფის დავით აღმამშენებლის აღმზრდელი იყო. მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები: გიორგი ჭყონდიდელი, ცნობილი კალიგრაფი და გადამწერი - სვიმონ ჭყონდიდელი, ჰიმნოგრაფი - იოანე მინჩხი, ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი "სააქიმიო") და ა. შ.