ქვემო ქართლის რეგიონი (გვერდი 6/12)
კლდეკარის ციხესიმაგრე
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოში, თრიალეთში, თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). აქედან ხელისგულივით მოჩანს, როგორც სამხრეთის, წალკისა და მანგლისის მიდამოები, ისე ჩრდილოეთის — მდინარეების ტანისა და თეძმის ხეობები. ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები. მდებარეობდა მნიშვნელოვან გზასაყარზე, იქ სადაც გაპობილი კლდე გასასვლელს ქმნის (აქედან სახელწოდებაც კლდეკარი ე. ი. კლდის კარი).
კუმისის წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - გარდაბნის რაიონი)
კუმისის ტბა — ხელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით. უმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეულ ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0.48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ-ს აღწევდა. კუმისის ტბის ასეთი გადიდება გამოწვეულია ხელოვნურად. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა თევზის გამრავლება. სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე მლაშე იყო (ეს ფაქტორი კი არ არის ხელისშემწყობი იქთიოფაუნის გამრავლებისათვის). შემდეგ ეს წყალი ტბიდან გაუშვეს და შეავსეს მდინარე მტკვრის წყლით. ამას მოჰყვა დონის აწევა და იქთიოფაუნის გამრავლება (ასევე წყლის შედარებით გამტკნარება). ტბის წყლის დონე ძალზე რყევადია.
ლამაზი საყდრის მონასტერი
ეკლესია (ქვემო ქართლი - დმანისის რაიონი)
ლამაზი საყდრის მონასტერი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კომპლექსს. კომპლექსში გაერთიანებულია: 1. ერთნავიანი ეკლესია (XII-XIII სს.) 2. კოშკი (შუა საუკუნეები) 3. სასახლე (XII-XIII სს.) 4. ბჭე (XIII ს.) 5. გალავანი (შუა საუკუნეები) 6. სხვა ნაგებობანი (შუა საუკუნეები)
მარტყოფის მამათა მონასტერი
მონასტერი (ქვემო ქართლი - გარდაბნის რაიონი)
მარტყოფის ღვთაების მონასტერი მდებარეობს სოფ. მარტყოფის (გარდაბნის რაიონი) მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.
მაშავერას წმინდა გიორგის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - დმანისის რაიონი)
ეკლესია მდებარეობს დმანისის რაიონში, მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირას, სოფლიდან დასავლეთით, კლდოვან კონცხზე. იგი ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე დგას და ერთსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. ძეგლი ნაგებია უხეშად თლილი ბაზალტის ქვით.კუთხეები და კონსტრუქციები სუფთად ნათალი ქვებითაა ამოყვანილი. ერთადერთი კარი, რომელსაც დიდი არქიტრავი ხურავს სამხრეთ კედელშია მოწყობილი.სამი სარკმელი აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია. აღმოსავლეთი სარკმლის ღიობს წყვილი სადა ლილვი შემოუყვება. დასავლეთი ფასადის ორკალთა სახურავის ქიმზე, ოთხ მრგვალ სვეტზე დამყარებული სამრეკლოს ფანჩატური დგას.