ბოლნისის რაიონი (გვერდი 1/1)
კუმისის წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - გარდაბნის რაიონი)
კუმისის ტბა — ხელოვნური ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით. უმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეულ ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0.48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ-ს აღწევდა. კუმისის ტბის ასეთი გადიდება გამოწვეულია ხელოვნურად. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა თევზის გამრავლება. სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე მლაშე იყო (ეს ფაქტორი კი არ არის ხელისშემწყობი იქთიოფაუნის გამრავლებისათვის). შემდეგ ეს წყალი ტბიდან გაუშვეს და შეავსეს მდინარე მტკვრის წყლით. ამას მოჰყვა დონის აწევა და იქთიოფაუნის გამრავლება (ასევე წყლის შედარებით გამტკნარება). ტბის წყლის დონე ძალზე რყევადია.
მარტყოფის მამათა მონასტერი
მონასტერი (ქვემო ქართლი - გარდაბნის რაიონი)
მარტყოფის ღვთაების მონასტერი მდებარეობს სოფ. მარტყოფის (გარდაბნის რაიონი) მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე. ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ღვთაების მონასტერი დაარსებულია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის მამა ანტონ მარტყოფელის მიერ VI საუკუნეში. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს VI საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. VI ს. პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა.
ჯანდარის ტბა
ტბა (ქვემო ქართლი - გარდაბნის რაიონი)
ჯანდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა, მისი ნახევარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც. ტბის ჩრდილო-დასავლეთით ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა (ძირითადად ლელი და ლაქაში). არხის შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა.