კატეგორია - ტბა (გვერდი 11/13)
ცისფერი ტბა
ტბა (აფხაზეთი - გაგრის რაიონი)
ცისფერი ტბა — კარსტული ტბა საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, აფხაზეთში (გაგრის მუნიციპალიტეტი). გაწოლილია მდინარე ბზიფის შუა დინების მარჯვენა ნაპირზე, 109,5 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,0012 კმ², უდიდესი სიღრმე 23 მ, საშუალო სიღრმე 15 მ, წყლის მოცულობა 18000 მ³. ტბის ფსკერზე ამოდის მძლავრი ვოკლუზი. ტბიდან გადის ნაკადი. წყალი სუფთაა და გამჭვირვალე. ზაფხულში წყლის ტემპერატურაა 8,5°.
წეროს ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ტბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დაბაძველის ლავურ პლატოზე, ზღვის დონიდან 1808 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 0,62 კმ², უდიდესი სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 90 ათ. მ². ქვაბული წარმოქმნილია მექანიკური სუფოზიით. წყალი ღია ლურჯი ფერის, მტკნარი და სუფთაა. გაუდინარია. ტბაში თევზი არ არის.
წითელი ხატის დიდი ტბა
ტბა (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
დიდი წითელი ხატის ტბა — ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის აუზში, ზღვის დონიდან 2779 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,23 კმ², აუზის ფართობი 2,42 კმ², მაქსიმალური სიღრმე 53 მ. წყალი ლურჯია, მეტად მტკნარი და სუფთა. გაუდინარია. თევზი არ არის.
წითელი ხატის პატარა ტბა
ტბა (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
პატარა წითელი ხატის ტბა — ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის აუზში, ზღვის დონიდან 2785 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,09 კმ², აუზის ფართობი 0,81 კმ², მაქსიმალური სიღრმე 18 მ. წყალი ლურჯია, მეტად მტკნარი და სუფთა. გაუდინარია. თევზი არ არის.