ქვემო ქართლის რეგიონი (გვერდი 10/12)
ჩანჩქერი დაშბაშის კანიონში
ჩანჩქერი (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
დაშბაშის კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.
ცხრა ძმა ხერხეულიძის მონუმენტი
მონუმენტი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები. გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, სოფელი ძველი მარაბდის განაპირას წმინდა მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის მამაცური თავდადების ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში.
ცხრა ძმა ხერხეულიძის საფლავი
საფლავი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
მარაბდის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მებრძოლები. გადმოცემით, დაკრძალული არიან იქვე, სოფელი ძველი მარაბდის განაპირას წმინდა მარინეს ეკლესიის მახლობლად. ცხრა ძმა ხერხეულიძის მამაცური თავდადების ამბავი ფართოდ არის ასახული ქართულ ზეპირსიტყვიერებაში.
წალკის წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
წალკის წყალსაცავი — სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამის ხეობაში. სარკის ფართობი 33,7 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ². წყლის მოცულობა 312 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი
ხიდი (ქვემო ქართლი - მარნეულის რაიონი)
წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი - მდინარე ხრამის ნაპირზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, როსტომის მიერ XVII საუკუნის შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს არ დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა მას მაინც შერჩა "გატეხილი ხიდის" სახელი. ამის მიზეზი არის დღეს არსებული ხიდიდან იქვე 95 მეტრის მოშორებით მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე მდებარე ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთები, რომლისაგან საყრდენი ბურჯებიღაა შემორჩენილი.