სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (გვერდი 6/10)
რაბათის ციხე-სიმაგრე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)
მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე, დაარსებულია არაუგვიანეს IX ს-სა. რაბათის ციხე წარმოადგენდა სამცხის ათაბაგთა - ჯაყელების რეზიდენციას. XII – XIII საუკუნეში ციხე აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი "ახალციხე".
რკონის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, მდინარე თეძამის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა – VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV ს.ს. და XVII- XVIII ს.ს., რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. რკონის კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი სამონასტრო ცხოვრების პირველ ფენას მიეკუთვნება (VII ს). ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა.
საფარის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)
ტყეში ჩაფლული მონასტერი მშრალ ხეობას გადაჰყურებს. მისი თვალწარმტაცი ხელი სრულიად მოულოდნელად, მაშინ გადაიშლება ჩვენს თვალწინ, როცა უშუალოდ მიუახლოვდებით. ალბათ ამიტომაც უწოდეს მას საფარა. ვახუშტის ცნობით: „ახალციხის წყლისა მტკურის შესართავს ზეით... ხევზედ არს საფარის მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა. ესე იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაეფლოდნენ ათაბაგნი“. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა. მართალია, მისი აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებენ, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი დათარიღებიისა და ქტიტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა
საღამოს ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
საღამოს ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – 3 ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული. 3 ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელი და გამორჩეულია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ–სარკმელთა სათაურები შემკულია ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით.
საღამოს ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
მდებარეობს ჯავახეთში. ზღვის დონიდან 1996 მ. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2.3 მ. საშ. სიღრმე 1.6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³. ტბა ტექტონიკური წარმოშობისაა. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური – სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდ. ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4°C. ზამთარში იყინება 4.5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფ. საღამო.
ტაბაწყური
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
ტაბაწყური, ტაბისყური — ტბა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მ. სარკის ფართობი 14,2 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 83,1 კმ², უდიდესი სიღრმე 40,2 მ, საშუალო სიღრმე 15, 5 მ, წყლის მოცულობა 221 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. წყლის დონე დაბალია თებერვალში, მაღალია — ივნისში. გაყინულია დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე. წყალი მტკნარია, მდიდარია თევზით. ტბის გარშემო გაშენებულია სოფლები ტაბაწყური და მოლითი. გარშემორტყმულია ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილით.