Rustavi (Page 2/10)

Berbuki tower
Bneleti (Darkness) St.Mary's Church

Bneleti (Darkness) St.Mary's Church

Church (Shida Kartli - Gori district)     Pedestrian trail
Bneleti (Darkness) St.Mary's Church

ნელეთის ღვთისმშობლის ეკლესის ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,5X10,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, პერანგი შირიმის ქვისაა. ეკლესია ახლა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო უფრო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეგვტერი) მიუშენებიათ. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია. დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები

Danakhvisi St.George Church

Danakhvisi St.George Church

Church (Shida Kartli - Gori district)     
Danakhvisi St.George Church

დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვან, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია.ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილები) სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია ოვალური კონტფორსი. ამჟამად ეკლესია გადახურულია კრამიტით და მისი კედლები უხეშად შელესილია.

Didi Ateni Church of Kviratskhoveli
Didi Ateni St.Ioane's Church

Didi Ateni St.Ioane's Church

Church (Shida Kartli - Gori district)     
Didi Ateni St.Ioane's Church

ნათლისმცემლის ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული მცირე სამლოცველო (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო და დასავლეთ კედლები) და ინტერიერში კედლის მოხატულობა. მცირე კედელიღაა გადარჩენილი ჩრდილოეთიდან მინაშენისაგან. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით (ნახევრად ამოქოლილია) და დასავლეთითაა. ნახევრადწრიულ აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა.

Didi Ateni St.Mary's Domed Church

Didi Ateni St.Mary's Domed Church

Church (Shida Kartli - Gori district)     
Didi Ateni St.Mary's Domed Church

დიდი ატენის მცირეგუმბათოვანი ეკლესიის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: “ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებასა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა”. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა “სახლი ღმრთისაი” და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. Aამავე საუკუნეში გუმბათის ყელი მოუპირკეთებიათ მომწვანო ტუფით და ზედ წარწერაც ამოუკვეთიათ.

Didi Gardateni St.Mary's Church

Didi Gardateni St.Mary's Church

Church (Shida Kartli - Gori district)     
Didi Gardateni St.Mary's Church

დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება განვითარებულ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,2X4,7მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შემორჩენილი აქვს ქვის ფორფინების ფრაგმენტები. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თახჩებია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რასაც შეკეთების კვალი ეტყობა. საკურთხევლის წინ დგას XIX საუკუნის კანკელი, რაზეც შემორჩენილია ზეთის საღებავებით შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები (წარწერებიანი).

Didi Mejvriskhevi St.George's Recess
Didi Mejvriskhevi St.Mary's Church
Didi tsereti tower

Didi tsereti tower

Castle/Tower (Shida Kartli - Gori district)     
Didi tsereti tower

koSki ცილინდრულია, (შიდა დიამეტრი 3,5 მ. კედლის სისქე 1,4 მ), ზევით ოდნავ ვიწროვდება, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული და მეხუთე სართულის (თუ ბანის) კედლების მცირე ფრაგმენტები. ჩანგრეულია სართულშუა ხის გადახურვები. შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულზეა, მიწიდან ოთხიოდე მეტრზე. კარი სწორკუთხაა. ამ სართულს აქვს ერთი სარკმელი და ხის აივანი. კოშკის პირველი სართული ნანგრევებით არის სავსე. მესამე სართულზე, სამხრეთით და ჩრდილო – აღმოსავლეთით თითო პატარა სარკმელია. მეოთხე სართულს ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული ოთხი სარკმელი აქვს (ერთი სანახევროდ დანგრეულია).