კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 3/12)
დიკლოს ციხე-სახლი
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
დიკლო ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურით, ორნამენტებიანი სახლებით. აქ ხშირი კლოდოვანი ფიჭვნარია, სადაც ბინადრობენ დედამიწის უიშვიათესი ცხოველები ჯიხვი და ნიამორი. სოფელ დიკლოსთან ახლოს მდებარეობს დიკლოს ციხე-სიმაგრე, რომელსაც თუშეთის ისტორიაში თავისი ადგილი უჭირავს. ადგილობრივები თაობიდან თაობას გადასცემენ დიკლოს გმირულ ამბავს 16 გმირ მებრძოლზე, რომლებმაც დიდი ხნით დაიცვეს სოფელი. დიკლოს შუაგულში სალოცავი დგას, სადაც როგორც წესი, ქალის შესვლა არ შეიძლება. სოფელთან ახლოს გოგირდის მინერალური წყლებია, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები. აქვე ახლოსაა სასაზღვრო გამშვები პუნქტიც, სწორედ აქედან იწყება რუსეთთან ნეიტრალური ტერიტორია.
დრისის ჯავახაანთ ციხე (თამარის ციხე)
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის გალავანი. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. გალავანი და მის ტერიტორიაზე მდგარი სხვა ნაგებობები, ეკლესიის გარდა, ნაგები იყო ქვიშაქვითა და რიყის ქვით.
ეკის ციხე
ციხე-კოშკი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - სენაკის რაიონი)
მდინარე ცივის ხეობაში, სენაკიდან ათიოდე კილომეტრზე, გზის მარცხენა მხარეს, მაღალი მთის წვერზე დგას ციხე, რომელსაც ადგილობრივნი, ჩვეულებისამებრ „ჯიხას“ უწოდებენ. ადგილი ტყიანია და ციხის დათვალიერება სრულად ვერ ხერხდება. ციხე შედგება გალავნისა და ერთი კოშკისაგან. ყველაფერ ამას ამთავრებს თხრილი, რომელიც გარს უვლის გალავანს. ციხის ეს სურათი ტიპიურია ეგრისის სამეფოში მიღებული სისტემისათვის. ასე რომ, თავისთავად ზემოაღნიშნული გადაწყვეტა მიგვითითებს თარიღზე, რომელიც IV-V საუკუნეებით განისაზღვრება.
ვაშლოვანის კოშკი - სალხინო
ციხე-კოშკი (კახეთი - თეთრი წყაროს რაიონი)
სოფელ ვაშლოვანის მახლობლად მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე კოსში. კოშკი არასდროს არ ყოფილა გამოყენებული, როგორც საბრძოლო ადგილი. კოშკი აგებულია 1811 წელს,როგორც გასართობი და საბანკეტო ადგილი ქართველი არისტოკრატებისათვის. კოშკს სახელიც შეურჩიეს სალხინო. ახლა ის ცარიელია ტუმცა მიუხედავად ამის კოშკის ნახვა მაინც ძალაინ საინტერესოა.
ვერეს ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ერეს ციხე თარიღდება IX-X საუკუნით. ციხე და მისი შემოგარენი თბილისის საამიროში შედიოდა. იგი, ატენის ციხესთან ერთად, მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. X საუკუნის მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთ–ერისთავების - ბაღვაშთა გამგებლობაში გადავიდა. XI საუკუნიდან XVI საუკუნის შუახანებამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 წელს ზაფხულში შაჰ თამაზმა აიღო ვერეს ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იდგნენ.
ზაქაიძეების ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კოშკი სწორკუთხაა (4,2X3,8 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით (კირის სქელ ხსნარზე. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის სიმაღლეზე. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდან, პირველი სართულიდანაა. მეორე სართულის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში სათოფურები და რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. სართულშუა გადახურვისათვის გამოყენებულია გრძელი ქვის ფილები.