კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 5/12)

კოშკი
ლებაისკარი
ლეხოურის ციხე
მანავის ციხე
მარგიანების ციხე-კოშკი
მარჯანიძეების სახლი-დარბაზი
მელნისის ციხე
მერეს ციხე

მერეს ციხე

ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)     
მერეს ციხე

თავდაპირველად აქ იდგა მხოლოდ ზურგიანი კოშკი. XVII საუკუნის II ნახევარში ბარიდან ამოსულ ერთ–ერთ ფეოდალს, კოშკის თავდაცვისუნარიანობის მიზნით, მის ქვემოთ მდებარე ფერდობის ნაწილი მაღალი გალავნით შემოუზღუდავს და რამდენიმე ნაგებობა აუგია. მასვე ხელთ უგდია ვაშლობისა და ჭართლის ხეობა და ადგილობრივი მოსახლეობა საყმო გადასახადებით დაუბეგრავს. მთიულები ვერ შეგუებიან ციხეში გამაგრებული ფეოდალის თვითნებობას და იგი ხევსურთა დახმარებით ციხიდან განუდევნიათ. შემდგომში ციხე ემსახურებოდა არაქართველ მთიელ მოთარეშეთაგან ჭართლისა და ვაშლობის თემების დაცვას.

მზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი

მზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი

ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)     მაღალი გამავლობის ავტომობილიეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
მზოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი

მდებარეობდა სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე – იგი იცავდა შიდა ქართლიდან სამხრეთ საქართველოსკენ მიმავალ მნიშვნელოვან გზას. ისტორიულ წყაროებში ციხეს პირველად `მატიანე ქართლისაის~ ავტორი იხსენიებს დემეტრე აფხაზთა მეფისა (967-975 წწ.) და მისი ძმის თეოდოსს შორის წარმოებულ ბრძოლებთან დაკავშირებით. თეოდოსმა დახმარება სთხოვა ძამის ხეობის გამგებელს ადარნასეს. ძამის მთავარმა თავის რეზიდენციაში – ძამის ციხეში შეიფარა თეოდოსი. `მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგეს ციხესა ძამისასა და ჰბრძოდენ სამ თუე ოდენ~. ბოლოს ადარნასე ძამელი და თეოდოსი იძულბულები გახდნენ დანებებოდნენ დემეტრეს.

მირმანოზ ერისთავის ციხე–სასახლე