სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (გვერდი 8/10)

ფოკის წმ. ნინოს ეკლესია

ფოკის წმ. ნინოს ეკლესია

ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ფოკის წმ. ნინოს ეკლესია

ფოკის წმიდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. XI საუკუნეში სწორედ მისი სახელობის ტაძარი ააგეს. დარბაზული ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით… საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშაა. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში – ძეგლის მშენებელი “ხელოსანი ბევრელი”. დაპყრობითი ომებისას, XVII ს-ში ჯავახეთი და შესაბამისად, ტაძარიც დაცარიელდა. მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა ამ ტერიტორიების დაბრუნება.

ფოცხოვი
ქარზამეთის ეკლესია
ქვაბისხევის ეკლესია

ქვაბისხევის ეკლესია

ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ქვაბისხევის ეკლესია

სოფლის მახლობლად დგას VIII-IX საუკუნეების დარბაზული წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ააგეს. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი — დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია. შემორჩენილია აგრეთვე შუა საუკუნეების „დემოთის ციხე“.

ღართის ეკლესია
ყარაღელის ტბა (შავი ტბა)
შაორის ციკლოპური ციხე
შორეთის მონასტერი

შორეთის მონასტერი

ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
შორეთის მონასტერი

შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში, ოთხი ისტორიული პროვინციის - სამცხის, ჯავახეთის, თორისა და თრიალეთის საზღვარზე, ასპინძისხევში მდებარეობს, დაბა ასპინძიდან 11 კილომეტრში. მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ასპინძისხევს, სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ საზღვარს. მდინარე სანისლოს (ოთისწყლის) მარცხენა სანაპიროს ციცაბო, კლდოვანი მთები წარმოადგენენ, თრიალეთში ბილიკები შავი კლდის მიმართულებით გადის, კლდეკარს (კლდეში გაჭრილ საურმე გზას) ციხისჯვრისაკენ (თორი) მივყავართ, გზა აქ კოდიანზე (შარვაშეთის ქედზე) გადადის.

ჩიტოს ტბა
ჩიხორისის საეკლესიო კომპლექსი