კატეგორია - ტბა (გვერდი 10/13)
ქოჩების ტბა
ტბა (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მომცრო ტბა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანს შორის, ზღვის დონიდან 775 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,38 კმ², წყლის მოცულობა 1,06 კმ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 1,3 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,2 მ, საშუალო სიღრმე 2,8 მ. ტბა გაუდინარია. წყალი მომლაშოა (6,9 გრ/ლ). ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრების თანახმად, ქოჩების ტბა კასპიის ზღვის ნაშთს წარმოადგენს.
ღურღუმელას ტბა
ტბა (იმერეთი - ჭიათურის რაიონი)
ეს ტბა შექმნილია ხელოვნურად და მისი შექმნის მიზანი იყო მდინარე ყვირილას გაფილტვრა და ისე გაშვება კაალაპოტში. ყვირილადან წყალი იტუმბებოდა ტბაში და შემდეგ დაწმენდილი ჩადიოდა ისევ ყვირილაში. ტბაში გაუშვეს თევზები: კობრი, სქელშუბლა, კარასი, და სხვადასხვა წვრილი თევზი. ტბა საკმაოდ ღრმაა, იგი მდიდარია წყალმცენარეებით, ასევე სხვადასხვა წყლის ცხოველებით, კუებით და ა.შ.
ყელის ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - ახალგორის რაიონი)
ტბა ყელის ვულკანურ ზეგანზე, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,28 კმ², უდიდესი სიღრმე 63 მ, საშუალო სიღრმე 24,7 მ, წყლის მოცულობა 31,6 მლნ მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 7,8 კმ². მერიდიანულად გადაჭიმული ტბის ქვაბული შექმნილია დიდი მყინვარული ცირკის ლავური ნაკადის შეგუბებით, რომელიც შემდეგში მყინვარმა გადაამუშავა. ტბა საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური — თებერვალში. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი. ტბა 7-8 თვე ყინულითაა დაფარული. წყალი მტკნარია. თევზი არ არის.
ყელიცადის ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ყელიცადის ტბა — ლავური ნაკადით შეგუბებული ტბა ყელის ზეგანზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 3062 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,25 კმ², უდიდესი სიღრმე 14 მ, წყლის მოცულობა 2,12 მლნ. კმ³. საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. 8-9 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული. ტბაში თევზი არ არის.