ქუთაისი (გვერდი 1/1)
კაცხის მაცხოვრისშობის სახელობის ეკლესია
მონასტერი (იმერეთი - ჭიათურის რაიონი)
კაცხის მონასტერს უდიდესი ისტორია აქვს. ასეთი შესანიშნავი ტაძრის აშენება ამ ადგილზე გვაფიქრებინებს, რომ კაცხი თავის დროზე სამხედრო-სტრატეგიული და საეკლესიო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი ბაღვაში „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე.ი. 899 წლის შემდეგ, X საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს – 1010 – 1014 წელს. ეს დასტურდება ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის ტიმპანიის წარწერითაც: „წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლის აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი“.
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (იმერეთი - ჭიათურის რაიონი)
კაცხის სვეტი — კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია.
ღურღუმელას ტბა
ტბა (იმერეთი - ჭიათურის რაიონი)
ეს ტბა შექმნილია ხელოვნურად და მისი შექმნის მიზანი იყო მდინარე ყვირილას გაფილტვრა და ისე გაშვება კაალაპოტში. ყვირილადან წყალი იტუმბებოდა ტბაში და შემდეგ დაწმენდილი ჩადიოდა ისევ ყვირილაში. ტბაში გაუშვეს თევზები: კობრი, სქელშუბლა, კარასი, და სხვადასხვა წვრილი თევზი. ტბა საკმაოდ ღრმაა, იგი მდიდარია წყალმცენარეებით, ასევე სხვადასხვა წყლის ცხოველებით, კუებით და ა.შ.