კატეგორია - ეკლესია (გვერდი 35/39)
წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
წილკანში ქრისტიანული ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში ააგეს. ქართული ისტორიული წყაროებით: მეფემ “ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა შენება და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა”. ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: “არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა კე (25-ე) მეფემან ბაქარ, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა”
წირქოლის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
წირქოლის ეკლესია გარდამავალი ხანის პერიოდს (VII ს–ის მეორე ნახევარი X ს–ის პირველი ნახევარი) ეკუთვნის. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა მისი ხუროთმოძღვრების და მორთულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის VIII საუკუნეშია აშენებული. ასევე, არ შემორჩენილა ცნობები ეკლესიის ამგებზე. მის მახლობლად დგას ციხე, რომელიც პირველად X საუკუნეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვხვდება ქართულ ისტორიულ წყაროებში.
წკერეს კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (4,9X4,1 მ), ჩაშენებულია გალავნის დასავლეთ კედელში ისე, რომ მისი დასავლეთ კედელი გალავნის ნაწილია. შენობა აგებულია რუხი ფერის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში, კარ-სარკმელთა საპირეებისა და ლავგარდანისათვის მოწითალო თლილი ქვაა გამოყენებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს, კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ეკლესიის ერთადერთი სარკმელი, მის ქვემოთ ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია
წკერეს ყველაწმინდის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
წკერეს ყველაწმინდის ეკლესია დარბაზულია (5X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია გადახურვისა და კედლების დიდი ნაწილი. სამხრეთით არქიტავრიანი სწორკუთხა კარია. ერთადერთი სწორკუთხა სარკმელი აღმოსავლეთითაა, სწორკუთხა საკურთხეველში, სარკმლის წინ, სწორკუთხა ტრაპეზის ქვა დგას. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. აღმოსავლეთ კედელში ჩასმულია ჯვრის გამოსახულებიანი ქვა. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.
წლევის მთის მღვიმე
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.
წმ. გიორგის ეკლესია (მრავალძალი)
ეკლესია (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ონის რაიონი)
მრავალძალი — XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.