კატეგორია - ეკლესია (გვერდი 36/39)
წმ. გიორგის ეკლესია სამრეკლო
ეკლესია (შიდა ქართლი - ხაშურის რაიონი)
სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი — 1046 წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთ შესასვლელის წარწერაში ნათქვამია რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა-კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან.ეკლესიაში XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX საუკუნეში ძეგლის შეკეთების დროს. სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება. წარწერა: "სახელითა ღმრთისაითა მე, გიორგი ერის-თავთერისთავმა, ავაშენე ესე წმინდა ეკლესიაი სავანისაი სალოცველად სულისა ჩემისა და ძმისა ჩემისა ხურსი ერისთავისა და მშობელთა ჩემთათვის გულზვიადისათვის და მარიამისათვის და დედისა მისისათვის. წმინდაო გიორგი მეოხ ეყავ წინაშე ღმრთისა, ამენ იყავნ[საჭიროებს წყაროს მითითებას]
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (კარის - ორბელიანის)
ეკლესია (კახეთი - ბოლნისის რაიონი)
ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – დარბაზული ეკლესია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას. აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის ვახტანგის მიერ, რომელიც იყო ვახტანგ V შაჰნავაზის მდივანბეგი ანუ მოსამართლეთუხუცესი.[1] ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთით (მოქმედი) და სამხრეთით (გაუქმებული). აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე და დასავლეთის ფასადზე კარებს ზემოთ თითო დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული. ორი სარკმელია სამხრეთის კედელშიც.