კატეგორია - მონასტერი (გვერდი 5/7)

ორთუბნის დედათა მონასტერი
ოძისის წმ. მარინეს ეკლესია

ოძისის წმ. მარინეს ეკლესია

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)     
ოძისის წმ. მარინეს ეკლესია

ოძისის წმ. მარინეს ეკლესია დარბაზულია (8,2X5,4 მ), რიყისა და ნატეხი ქვის შერეული წყობით ტლანქად არის ნაგები. საკურთხევლის სარკმლის საპირე, შესასვლელის გადახურვა და ლავგარდანი ქვიშაქვისაა. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. კარი ტიმპანითაა დასრულებული, აღმოსავლეთით ღრმა, გეგმით კოლოფა თაღის ფორმის აფსიდია, რომლის ღერძე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. მსგავსი ნიშია სამხრეთის ნიშის თავზე, სარკმლის თაღის წვერის დონეზე. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა და თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედელშიც.

პირღებულის მონასტერი

პირღებულის მონასტერი

მონასტერი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)     მაღალი გამავლობის ავტომობილი
პირღებულის მონასტერი

პირღებული — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი თეთრი წყაროს სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ზე, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე. შემონახულია კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა — დიდი ეკლესია, რომელიც ფრაგმენტებისა და წარწერის თანახმად აგებულია რუსუდანის მეფობის ხანაში (1222-1245). ეკლესია შიგნით მოხატული იყო. გარედან კედლებზე წარწერებია. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თბილელ ელისე საგინაშვილს XVII საუკუნეში ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე და საძვალე მიუშენებია (ახლა დანგრეულია). ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამსართულიანი სამრეკლო (დარჩენილია 2 სართული). I სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი შენობის ნაშთია. კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები, როგორც ჩანს, ბერების სადგომ სენაკებად იყო გამოყენებული. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე, გვიანდელი ხანის დარბაზული ეკლესიაა.

რკონის სამონასტრო კომპლექსი

რკონის სამონასტრო კომპლექსი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
რკონის სამონასტრო კომპლექსი

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, მდინარე თეძამის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა – VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV ს.ს. და  XVII- XVIII ს.ს., რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. რკონის კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი სამონასტრო ცხოვრების პირველ ფენას მიეკუთვნება (VII ს). ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა.

სამთავისი - (ისიდორე სამთავნელი)
სამონასტრო კომპლექსი
საფარის სამონასტრო კომპლექსი

საფარის სამონასტრო კომპლექსი

მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ახალციხის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
საფარის სამონასტრო კომპლექსი

ტყეში ჩაფლული მონასტერი მშრალ ხეობას გადაჰყურებს. მისი თვალწარმტაცი ხელი სრულიად მოულოდნელად, მაშინ გადაიშლება ჩვენს თვალწინ, როცა უშუალოდ მიუახლოვდებით. ალბათ ამიტომაც უწოდეს მას საფარა. ვახუშტის ცნობით: „ახალციხის წყლისა მტკურის შესართავს ზეით... ხევზედ არს საფარის მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა. ესე იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაეფლოდნენ ათაბაგნი“. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა. მართალია, მისი აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებენ, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი დათარიღებიისა და ქტიტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა

სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი

მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სვეტიცხოველი

ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია 1010-1029 წლებში ხუროთმოძღვარ არსუკისძის მიერ მცხეთის შუაგულში, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. აქ IV საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა უძველესი ქართული ეკლესია. V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად აგებულ იქნა დიდი ზომის ბაზილიკა, რომლის ცალკეული ნაწილები და ბურჯები ჩართული იყო დღეს არსებულ ტაძარში. ბაზილიკამ იარსება XI საუკუნემდე, როდესაც გიორგი I–ის მეფობის დროს ქვეყნის საერთო აღმავლობამ საშუალება მისცა მელქისედეკ კათალიკოსს აეშენებინა მის ნაცვლად დიდებული საკრებულო ტაძარი.

ტიმოთესუბნის მონასტერი
უბისას სამონასტრო კომპლექსი

უბისას სამონასტრო კომპლექსი

მონასტერი (იმერეთი - ხარაგაულის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
უბისას სამონასტრო კომპლექსი

უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. ის XIV საუკუნეშია შესრულებული და შ. ამირანაშვილის გამოკვლევებით, მხატვარ დამიანეს ეკუთვნის, ამაზე მეტყველებს ერთ ერთი კომპოზიციის ”საიდუმლო სერობის” ქვედა ნაწილში შემორჩენილი წარწერა. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო. მის ხელწერას ეკუთვნის ხობის ბაზილიკის სამხრეთდასავლეთ ნავის კედლებისა და სორის მონასტრის (რაჭა) მოხატულობაც. აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით კი, ტაძარი დამიანეს მოსწავლეს გერასიმეს მოუხატავს, ხოლო მასწავლებელი იყო შემკვეთი თუ როგორ უნდა მოეხატათ ტაძარი.