კატეგორია - ტბა (გვერდი 6/13)
მწვანე ტბა
ტბა (აჭარა - ხულოს რაიონი)
მწვანე ტბა — ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის. სიმაღლე ზღვის დონიდან - 2058 მ. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². უდიდესი სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი.
ნადარბაზევის ტბა
ტბა (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ნადარბაზევის ტბა (ნადარბაზევის წყალსაცავი) — წყალსაცავი კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გორის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 856 მ. ზედაპირის ფართობი 1,18 კმ², უდიდესი სიღრმე 1,8 მ, მოცულობა 3 მლნ. მ³. წყალსაცავი შეიქმნა ყოფილი ნადარბაზევის ტბის ადგილას. წყალს ტუმბავენ მდინარე მტკვრიდან. რწყავს 3 ათას ჰა ფართობს. თევზის რეწვა.
ნარიონალი ტბა
ტბა (გურია - ლანჩხუთის რაიონი)
ჩალაუბნის (ნარიონალის) ტბა - ტბა მდებარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლანჩხუთი–სამტრედიის გზატკეცილის მახლობლად, ლანჩხუთიდან 8 კმ-ზე. წყლის სარკე 8 ჰექტარია, მაქსიმალური სიღრმე 3 მეტრია, საშუალო–1,5 მეტრი. ტბაში ბინადრობს: კობრი, კაპარჭინა, ფარგა, წერი (ქარიყლაპია), ტარანი. აქტიური თევზჭერა იწყება აპრილში და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე.