კატეგორია - ტბა (გვერდი 9/13)
ტანიეს ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ტანიეს ტბა — კარული ტბა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2232 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,033 კმ², უდიდესი სიღრმე 7,6 მ, წყლის მოცულობა 123 ათ. მ³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარეა. წყლის დონე დაბალია ზამთარში, მაღალია — გაზაფხულ-ზაფხულში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.
ტბიყელის ტბა
ტბა (აჭარა - ქობულეთის რაიონი)
ტბიყელი — მაღალმთიანი ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრის სიმაღლეზე. აქვს მოგრძო, ოვალური ფორმა. სიღრმე 7-8 მ აღწევს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით, თოვლის ნადნობითა და გრუნტის წყლებით. ზამთარში იფარება თოვლით და ყინულით, ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. არის ტურისტული ბილიკი.
ტობავარჩხილის ტბა
ტბა (სამეგრელო-ზემო სვანეთი - წალენჯიხის რაიონი)
ტობავარჩხილი (მეგრ. ვერცხლის ტბა, ტბავერცხლი) — კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,21 კმ.², წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კმ.², უდიდესი სიღრმე — 35 მ., საშუალო სიღრმე — 15,8 მ., წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ.³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარე. წყლის დონე დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.
ფარავნის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ვულკანურ-ტექტონიკური ტიპის ტბა სამხრეთ საქართველოში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს ზღვის დონიდან 2073 მსიმაღლეზე. ტბის სარკის ფართობია 37,5 კმ², მაქს. სიღრმე 3.3 მ. წყლის მოცულობა 91 მლნ მ3. ზამთარში ყინულის სისქე ირყევა 47-73 სმ შორის. ერთვის მდინარეები: შაორი, საბადოსწყალი, როდიონოვსკისწყალი. ტბიდან სათავეს იღებს მდ. ფარავანი. ტბა მდიდარია თევზით (ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი, ჭაფალადასხვ.). ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა.
ფსიკვას ტბა
ტბა (აფხაზეთი - გულრიფშის რაიონი)
ფსიკვა, დიდი ფსიკვა — მთის ტბა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. ქალაქ სოხუმიდან 35 კილომეტრში. მდებარეობს ბზიფის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2401 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,04 კმ², აუზის ფართობი 0,49 კმ², მაქსიმალური სიღრმე 15,5 მ, საშუალო სიღრმე 5,2 მ, წყლის მოცულობა უდრის 0,21 მლნ. მ³-ს.