რეგიონების მიხედვით

კატეგორიების მიხედვით

რაიონების მიხედვით

ფოთი (გვერდი 2/2)

ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები

ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები

ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)     
ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები

ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს არსენ ოქროჯანაშვილის (ტობა II) მღვიმისა და მისგან გადმომავალი ტობას კასკადოვანი ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის. მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიოა რეზინის ნავი. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (15X20 მ ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. სამიარუსიანი, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „ნანას დარბაზი“, „სალონი“, „უნივერსიტეტი 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმარლე 7 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძით 1300 მ-ია. მღვიმიდან გამომავალი მდინარე, რომელიც მიწისქვეშ 4 ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის, (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადური ჩანჩქერს.

ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)     
ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს ასხის კირქვულ მასივზე ზედაცარცული (ტურონ-დანიური) ასაკის თხელ შრეებრივ კირქვებში, შრეთა დახრის საწინააღმდეგოდ გამომუშავებულ ორასრთულიან მღვიმეს, რომელიც იწყება ვრცელი შესასვლელი დარბაზით და რომელსაც 4-5 მ სიგანისა დ 3-5 მ სიმაღლის დერეფანი აგრძელებს. მღვიმე შესასვლელიდან მე-100 მეტრზე ორ განშტოებას ინვითარებს. მაქსიმალური სიგრძე 276 მ-ია. ძირითადი მაგისტრალი - მეანდრული დერეფანი ბოლოში მოზრდილ დარბაზში გადადის, რომლის კედელზეც 30 მ სიგრძის მღვიმის მეორე სართულია იხსნება. შესასვლელთან ოდესღაც ჭერი ჩამონგრეულა. მღვიმეში სჭარბობს სტალაქტიტები, იშვიათია სტალაგმიტები; მდიდარია პლასტიკური თიხის 3,5 - 4 მ სისქის ნაფენებით. ჰაერის ტემპერატურა მღვიმის შესასვლელში 18° C-ია, 100 მ-ის სიგრძეზე – 11,6°C, ბოლოში კი 11,5°C. მღვიმეში გაედინება ნაკადი, რომელსაც უერთდება მეორე ნაკადი და 15 მ გავლის შემდეგ იგი მდ. ჯორწყუს მარცხენა მხარეს წყაროს სახით გამოდის. მღვიმე საინტერესოა დამახასიათებელი ფაუნით და პალეონტოლოგიური ნიმუშებით, გარდა ამისა, ერთ დროს ის ადამიანების სადგომსაც წარმოადგენდა. აქ ნაპონია მღვიმური დათვის, ფოცხვერის, დომბის და სხვა ცხოველების ძვლები.