დევის ტბა — კარსტული ტბა რაჭის ქედის სამხრეთ კალთის ძირში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1370 მ. უჭირავს ორი კარსტული ძაბრი. ზედაპირის ფართობი 0,018 კმ2, უდიდესი სიღრმე 10,7 მ, მოცულობა 72 ათ. მ3 წყალი გადის მიწისქვეშა გზით.