რეგიონების მიხედვით

კატეგორიების მიხედვით

რაიონების მიხედვით

ფოთი (გვერდი 1/1)

ეკლესია

ეკლესია

ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - აბაშის რაიონი)     ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
ეკლესია

სეფიეთი — სამნავიანი ბაზილიკა სოფ. სეფიეთში აბაშის მუნიციპალიტეტში. ნაშენია ქვითა და აგურით, გამოყენებულია თლილი და ნატეხი ქვა. არსებობს მოსაზრება, რომ აგებულია ადრინდელ შუა საუკუნეებში, მაგრამ მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დასავლეთით მიშენებული აქვს უფრო დაბალი სათავსი - ეგვტერი ან საქალებო. ეკლესიაც და მინაშენიც მოხატულია გვიანდელ შუა საუკუნეებში. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა (აბრამ აილაძის, მოხატვის მოთავის - ჭყონდიდელი ზოსიმე კოპლატაძის და სხვა) პორტრეტები. მათი სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.

სუჯუნის წმინდა გიორგი

სუჯუნის წმინდა გიორგი

ეკლესია (სამეგრელო-ზემო სვანეთი - აბაშის რაიონი)     
სუჯუნის წმინდა გიორგი

სოფელი სუჯუნა მდებარეობს ოდიშის დაბლობზე ქ. აბაშის ცენტრიდან დაშორებულია 7კმ-ით. უდიდეს სიწმინდეს და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით, მისი მსგავსი მე-18, მე-19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება. "სუჯუნის წმ. გიორგი" ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა.