ახალგორის რაიონი (გვერდი 2/2)
წირქოლის ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
წირქოლის ციხის შესახებ ცნობები ქართულ მემატიანეში X –საუკუნის 70–იან წლებიდან გვხდება, თუმცა მისი წარმოშობის და მფლობელობის შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ცნობა მის შესახებ დავით კურაპალატს უკავშირდება, როდესაც ურჩი აზნაურები ქვეყნის გაერთიანებას წინ აღუდგნენ, უფლის ციხე გასცეს და დატყვევებული მეფე და მისი ოჯახი კახეთში გადაიყვანეს. დავით კურაპალატმა კახელების დახმარებით გურას და წირქოლის ციხის გარდა, ყველა მიტაცებული ადგილები დაიბრუნა. უცნობია რამდენ ხანს იყო წირქოლი კახელების ხელში რადგან კახეთმა ცოტა ხნის შემდეგ თვითონ დაკარგა დამოუკდებლობა.
ხოფის მონასტერი
ეკლესია (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის I ნახევრის დარბაზული ეკლესია ქსნის ხეობაში, ისტორიულ შიდა ქართლში, სოფ. მოსაბრუნის (ახალგორის მუნიციპალიტეტი) მახლობლად. ეკლესია შემოსილია მოყვითალო-ოქროსფერი თლილი ქვით, შიგნით კედლები ნაგებია მსხვილი რიყის ქვით, კონსტრუქციული ელემენტები - პილასტრები, თაღები, სარკმლის ღიობები და კონქი - გათლილი ქვითაა ამოყვანილი. ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული იყო (შემორჩენილია ფრაგმენტები). აღმოსავლეთი აფსიდი ნახევარწრიულია, კამარა - ოდნავ ისრისებრი.