რუსთავი (გვერდი 10/10)
შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
შალიკაშვილების (ღვთისმშობლის) ეკლესია თარიღდება X-XI საუკუნეებით. 1920 წლის მიწისძვრას ეკლესია თითქმის მთლიანად დაუნგრევია. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეგვტერი, კარიბჭე და სამრეკლო (არ შემორჩენილა) 1708 წელს აუშენებია ედიშერ შალიკაშვილს.
ძევერას იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (7X10 მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვით და რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, კედლების ზედა ნაწილი და ლავგარდანი, ჩრდილოეთ კედელი მთლიანად, აღმოსავლეთ კედელი სარკმლის გასწვრივ, მთელ სიმაღლეზე; მონგრეულია კუთხეები, დაბზარულია შენობის სამხრეთ-დასავლეთ კედელი კუთხესთან. შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები
ძევერას წმინდა გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (9,7 X 6,2 მ) ნაგებია მომცრო რიყის ქვით, (წყობა ირეგულარულია), კუთხეები, სარკმლები, შესასვლელები, პილასტრები, საბჯენი თაღები და ლავგარდანი - ღვინისფერი ტუფის მოზრდილი კვადრებით. Eეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. Oორივე გარედან თაღოვანია, შიგნიდან სწორკუთხა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით განიერი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი ამაღლებულია ერთი საფეხურით
წედისის ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
წედისის ციხე ტრაპეციის მსგავსია, მისი გალავანი მიჰყვება მთის ფერდს ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია - აქა-იქ შემორჩენილია მხოლოდ 4-5 მეტრის სიმაღლის კედლები (სისქე 2 მ-მდე). ციხის აღმოსავლეთის მონაკვეთის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დიდ ბურჯს, რომელიც რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხის შიგნით, მის დასავლეთ მონაკვეთში, დგას გადაკეთებული სასახლე, რომელიც ორი ან სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. სასახლეს კარი სამხრეთით, პირველ სართულზე აქვს. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნით ტიმპანიანია.
წეროს ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (10,4X9,3 მ). ნაგებია თლილი ქვის კვადრებით. შენობა ძლიერაა დაზიანებული: მთლიანად დანგრეულია ჩრდილო და დასავლეთ კედელები. შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელები დასავლეთით და ჩრდილოეთითაა. თითო სარკმელი ოთხივე კედელშია. აფსიდის გვერდებზე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. გუმბათქვეშა თაღები აღმოსავლეთით აფსიდის კედელს ეყრდნობა, დასავლეთით - ცალკე მდგარ ორ ბურჯს, რომლებიც შენობის კედლებს კონსოლებზე დაყრდნობილი თაღებით უკავშირდებიან
ხელთუბნის სამების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
სამების ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერა ძეგლს ზუსტად 1806 წლით ათარიღებს. მხედრულად შესრულებული ეპიგრაფიკული მასალა ასე იკითხება: „წელს ჩყვ-სა საფუძვლითურთ აღვაშენე ეკლესია ესე ღვ და წმიდისა სამებისა, შემოვავლე გალავანი და ყოვლისა საეკლესიოისა სამკაულითა შევამკევ საკუთარისა საფასის წარგებითა ჩემითა. მე მონამან თვთისამან სტატსკის სავეტნიკმან და კავალერმან და თავადმან გიორგი მდივნის ეგნეტის ძემ თუმანოვმა საოხად სულთა მშობელთა ჩემთა. ჩემთვის და მეუღლისა ჩემისა კნეინა მარია ორბელიანის ასულისათვის. შვილთა და ძმათა ჩემთა იესესა და დავითისთვის.“