ახალგორის რაიონი (გვერდი 3/3)
ყაზბეგის მწვერვალი
მყინვარი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
მწვერვალი ყაზბეგი — მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდორაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ზილგახოხის მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ სიმაღლეზეა.
ყელიცადის ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ყელიცადის ტბა — ლავური ნაკადით შეგუბებული ტბა ყელის ზეგანზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 3062 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 0,25 კმ², უდიდესი სიღრმე 14 მ, წყლის მოცულობა 2,12 მლნ. კმ³. საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. 8-9 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული. ტბაში თევზი არ არის.
ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
სოფელი სიონი, სადაც ეს კომპლექსი მდებარეობს, ხევის უძველესი და უმნიშვნელოვანესი დასახლებაა. სტრატეგიული თვალსაზრისით, მას ადრინდელ შუა საუკუნეებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ ამ პერიოდში - IX-X საუკუნეებშია აშენებული ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსის ძირითადი ნაგებობები: ეკლესია, გალავანი და კოშკი. ეს ციხე-კოშკი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თავდაცვითი ნაგებობა იყო. იგი კეტავდა ჩრდილოეთისკენ - დარიალის ხეობისკენ მიმავალ გზას. მთიულეთისგან ადმინისტრაციულად ცალკე გამოყოფილ ხევს საკუთარი მმართველი ყავდა, რომელსაც ’’ძეგლისდების” მიხედვით, XIV საუკუნეში ”სიონის ერისთავი” ერქვა.