ბოლნისის რაიონი (გვერდი 2/3)
ჩანჩქერი დაშბაშის კანიონში
ჩანჩქერი (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
დაშბაშის კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.
წალკის წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
წალკის წყალსაცავი — სარკის ფართობით საქართველოს უდიდესი წყალსაცავი, წალკის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1506 მ სიმაღლეზე, მდინარე ხრამის ხეობაში. სარკის ფართობი 33,7 კმ², წყალშემკრები აუზის ფართობი 1060 კმ². წყლის მოცულობა 312 მლნ. მ³. მაქსიმალური სიღრმე 25 მ, საშუალო სიღრმე 9,3 მ. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ნაპირები უმეტეს ნაწილში დაბალი და დამრეცია, სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — ციცაბო და მაღალი. საზრდოობს ხრამისა და სხვა პატარა მდინარეთა წყლით, აგრეთვე მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით.
ხადიკის ტბა
ტბა (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
ხადიკის ტბა — ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს წალკის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1534 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,14 კმ, აუზის ფართობი 0,81 კმ². მაქსიმალური სიღრმე 1,6 მ, საშუალო სიღრმე 0,86 მ. წყლის მოცულობა 0,12 მლნ. მ.