ახალქალაქის რაიონი (გვერდი 2/2)
ნეძვის სამეკლესიიანი ბაზილიკა
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ნეძვის სამეკლესიიან ბაზილიკაშიცა და ბორჯომის ხეობის სხვა ძეგლებშიც, რომლებიც IX-X საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული, ხოლო ჩითახევის მონასტრის ეკლესიის (IX ს.) დასავლეთი გარშემოსავლელი სამხრეთისაგან მასიურ ბურჯზე გადაყვანილი თაღებით იყო გამოყოფილი; არის შემთხვევები ამ მონაკვეთის კედლით გამოყოფისაც (გუჯრისხევი, სანარია, საკირე...). ჩვენი ეკლესიის თავისებურება ისაა, რომ ყველა სხვა ძეგლისაგან განსხვავებით აქ არ არის გაჭრილი შესასვლელი დასავლეთიდან. სხვა მხრივ კი, ყველა მათგანივით გარშემოსავლელთა ნაწილების მეტნაკლები გამიჯვნა უპირისპირდება კლასიკური ხანის ერთიან დინებაში შერწყმულ გარშემოსავლელებს (ზეგანის ყვალაწმინდა, ამიდასტური, ნეკრესის სამეკლესიიანი ბაზილიკა).
ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსი
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ერთ-ერთი უძველესი გამორჩეული ადგილია სოფელი ტაძრისი. როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, დასახლებას ეს სახელწოდება ტაძრების სიმრავლის გამო მიუღია. მათი დაარსება წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების სახელთან არის დაკავშირებული. ტაძრისის მონასტრის ისტორია ორ სულიერ წინამძღვარს: გრიგოლ ხანძთელსა და გიორგი მთაწმინდელს უკავშირდება. საეკლესიო ცხოვრება აქ ჯერ კიდევ მეცხრე-მეათე საუკუნეებში დაწყებულა. ისტორიული ცნობების თანახმად, ტაძრისი ძალიან მალე მნიშვნელოვან კულტურულ საგანმანათლებლო კერად ქცეულა. მისი სახელი მთელ საქართველოში განთქმულა. ამიტომაც ყველა დიდგვაროვანი ცდილობდა, საკუთარი პირმშო აღსაზრდელად სულიერებისა და კულტურის ამ წმინდა კერაში მიეყვანა. მონასტერში ცნობილი საერო პირების შვილები ცხოვრობდნენ, რაც მის კარგ რეპუტაციაზე მეტყველებდა. მათ შორის უპირველესი თავისი მოღვაწეობითა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლით ღირსი მამა ქართველთა -- წმინდა გიორგი მთაწმინდელი გახლავთ. „და წარიყვანეს სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსაც ეწოდების ტაძრისი~… ~რაიცა შეიქმნა შვიდისა წლისა, მონასტერსა ტაძრისსა დისა თვისსა თანა წარიყვანეს“, –– წერს ღირსი მამის ჰაგიოგრაფი გიორგი მცირე. ამ დროს ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარი ღირსი და წმინდა მონაზონი საბიანე ყოფილა. წმინდა დედას შვილივით მიუღია მცირეწლოვანი ყრმა. ღირსმა მამამ მონასტერში 3 წელი დაჰყო. ისტორიული ცნობების თანახმად, ამ დროს ტაძრისის სამონასტრო კომპლექსი სამონასტრო ეკლესიების, წინამძღვრის რეზიდენციისა და ციხისგან შედგებოდა. ამჟამად ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ტაძარი: წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ერთნავიანი ბაზილიკებია შემორჩენილი. სამონასტრო ცხოვრება ტაძრისში მე–16 საუკუნემდე შემორჩენილა. 1550 წელს, თურქების ოტომანთა დინასტიის დაპყრობის შედეგად, ტაძრისის მონასტერი განადგურდა. მე–18 საუკუნეში, რეგიონი ისევ საქართველოს სამეფოს ნაწილად იქცა, მაგრამ მონასტერი არ განახლებულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ღირსი გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავისთვის ტაძრისში ღვთისმსახურება კვლავ აღდგა. 2009 წლის 10 ივლისს ღირსი გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს საზეიმო წირვა თავად საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აღავლინა.
ტიმოთესუბნის მონასტერი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული ტაძარი სოფელ ტიმოთესუბანში (ბორჯომის მუნიციპალიტეტი), ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აგებულ იქნა თორის ერისთავთ–ერისთავის შალვა ახალციხელის მიერ. აღსანიშნავია მონასტრის მხატვრობა, რითაც იგი თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება.
ფოთოლეთის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
თავისი მდებარეობითა და ხუროთმოძღვრული იერით ფოთოლეთის ეკლესია მიჩნეულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფის _ ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში დაარსებულ კვირიკეწმიდის მონასტრად. როგორც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ ვიგებთ, ქრისტეფორე გრიგოლ ხანძთელის უახლოესი მოწაფე იყო და მხარში ედგა თავის მოძღვარს მისი საქმიანობის პირველივე დღეებიდან. VIII საუკუნის მიწურულს იგი თევდორესა და საბასთან ერთად, თან ახლდა გრიგოლს კლარჯეთში მოგზაურობისას. შემდგომში ქრისტეფორე ქართლში, სამცხის მოსაზღვრე მხარეში, აარსებს კვირიკეწმიდის მონასტერს.
ქვაბისხევის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
სოფლის მახლობლად დგას VIII-IX საუკუნეების დარბაზული წმინდა მარიამის მიძინების სახელობის ეკლესია, სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ააგეს. მის ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი, ხოლო ქალი — დედამისია; ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია. შემორჩენილია აგრეთვე შუა საუკუნეების „დემოთის ციხე“.
წეროს ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ტბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დაბაძველის ლავურ პლატოზე, ზღვის დონიდან 1808 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 0,62 კმ², უდიდესი სიღრმე 6,6 მ. წყლის მოცულობა 90 ათ. მ². ქვაბული წარმოქმნილია მექანიკური სუფოზიით. წყალი ღია ლურჯი ფერის, მტკნარი და სუფთაა. გაუდინარია. ტბაში თევზი არ არის.