ახალგორის რაიონი (გვერდი 8/8)
წკერეს კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (4,9X4,1 მ), ჩაშენებულია გალავნის დასავლეთ კედელში ისე, რომ მისი დასავლეთ კედელი გალავნის ნაწილია. შენობა აგებულია რუხი ფერის ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში, კარ-სარკმელთა საპირეებისა და ლავგარდანისათვის მოწითალო თლილი ქვაა გამოყენებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს, კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ეკლესიის ერთადერთი სარკმელი, მის ქვემოთ ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია
წკერეს ნარაიძეების ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კოშკი გეგმით კვადრატულია (4,4X4,4 მ), ოთხსართულიანი. ნაგებია ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მეორე სართულის დონეზე, მიწიდან 2,6 მ სიმაღლეზე. კარი არქიტავრიანია, მასზე გარედან ხელის მტევნის სქემატური გამოსახულებაა; კარის წირთხლებში საურდულე ბუდეებია. კარის წინ მიდგმულია ქვის ბლოკებით ნაგები კიბე. პირველი სართული სამალავია, სამხრეთით ერთი სათოფური აქვს
წკერეს ყველაწმინდის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
წკერეს ყველაწმინდის ეკლესია დარბაზულია (5X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია გადახურვისა და კედლების დიდი ნაწილი. სამხრეთით არქიტავრიანი სწორკუთხა კარია. ერთადერთი სწორკუთხა სარკმელი აღმოსავლეთითაა, სწორკუთხა საკურთხეველში, სარკმლის წინ, სწორკუთხა ტრაპეზის ქვა დგას. ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა. აღმოსავლეთ კედელში ჩასმულია ჯვრის გამოსახულებიანი ქვა. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.
ჭილაშვილების ციხე-დარბაზი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
დუშეთში დგას დღემდე შემორჩენილი ვახტანგ ბატონიშვილის მოხელის გლახა ჭილაძის (ანუ ჭილაშვილის) ციხე–დარბაზი, რომელსაც მილახვრიანთკარი ეწოდებოდა ჭილაშვილის თანამდებობის მიხედვით. სამშენებლო წარწერის მიხედვით ციხე–დარბაზი შენდებოდა 1800 წელს, ე.ი. ქართლ–კახეთის სამეფოს არსებობის ბოლო წელს: „ქ. ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლი მეორისა ძისა ვახტანგ ალმასხანისა გულითადმან მონამან ჭილაძემან, ბაბანასშვილმან, მილახვართან, სამთა თემთა მოურავმან და რუსეთის გზის მცველმან გლახამ აღვაშენე ციხე და გალავანი ესე და მას შინა სახლი ღისა და სახლნიცა ჩემნი მოვამრგვალენ, რათა მას შინა იდიდებობეს ღთი და მის მიერ იცვებოდნენ შვილნი და სახლეულნი ჩემნი. სრულ იქნა მაისს ლ, წელსა ქესსა ჩყ.ქკსსა უპც“ (წარწერიანი ქვა ახლა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება).
ჯვარიპატიოსანი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის რაიონში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა. ეკლესია უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სახურავი ჩამონგრევაზეა, კედლები იშლება. ეკლესიას საფრთხეს გორაკზე მდგარი ხმელი ხეებიც უქმნის, რომელიც გადავარდნაზეა და შესაძლოა, ეკლესიას ზედ დაეცეს.