რუსთავი (გვერდი 4/4)
წლევის მთის მღვიმე
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და დაკრძალულია იქვე.
ხოვლეს აკვედუკი (ბელღარი)
ხიდი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
სოფ. ხოვლედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ხეხმელას მარჯვენა შენაკადის ზესხევის წყლის შუაწელზე აგებულია აკვედუკი ანუ ბელღარი. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ქვახიდას“ უწოდებს. ბელღარი (სიგრძე 30 მ, სიგანე 1,1 მ, სიმაღლე 9 მ) თავად ჯავახიშვილების სასახლის წყალმომარაგების სისტემის მთავარი ნაგებობაა. იგი აგებულია ფილაქვით დუღაბზე. შუა მალი ბურჯებზე დაყრდნობილ შეისრულ თაღს წარმოადგენს. მის ქვეშ ხევის წყალი გადიოდა. გვერდითი მალები არაწესიერი ნახევარწრის ფორმის თაღებია. აკვედუკის ზედაპირზე წყალსადენის კერამიკული მილები ეწყო, ხოლო თავსა და ბოლოში წყლის სალექარი ქვევრებია ჩაფლული მიწაში. ბელღარი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (ბაგრატიონი 1992: 51-53).
ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (7,8 X 7,7მ), ნაგებია მოწითალო ხორბლისფერი ქვით. სამხრეთიდან მიშენებული აქვს დაბალი ეგვტერი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: არა აქვს სახურავი და ლავგარდანი, ჩანგრეულია ეგვტერის კამარისა და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. ეკლესიაში შესასვლელი ეგვტერიდანაა. მეორე შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კედელშია. ორივე შესასვლელი განიერია, გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი. როგორც ეკლესიის, ისე ეგვტერის აფსიდები ნალისებრია, ასეთივე ფორმა აქვს კონქების თაღებსაც
ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ხოვლეს წმინდა გიორგის საყდრის ეკლესია დარბაზულია. იგი გარედან წითელი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული (აქედან მომდინარეობს სახელწოდება). ძლიერ დაზიანებულია: მონგრეულია ზედა ნაწილები, მთლიანად დანგრეულია ეგვტერი, კარიბჭის კედლები 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი, საპირე ქვები ამოცვენილია. შესასვლელი ორი იყო - დასავლეთით და სამხრეთით.