თბილისი (გვერდი 3/4)
თოჯინების მუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
მუზეუმში დაცულია მექანიკური (ევროპული, ქართული) თოჯინების უნიკალური კოლექცია, საავტორო თოჯინები, რომელთა შორისაა ფლამენკოს მოცეკვავეები, ინდიელი ბელადი და იაპონელი ქალბატონები, ქართული ზღაპრებისა და ლიტერატურულ ნაწარმოებთა გმირები, მოცეკვავეები, აგრეთვე, სხვადასხვა სათამაშოები, ანტიკვარული ავეჯი, წიგნები, სახვითი და გამოყენებიტი ხელოვნების ნიმუშები, ნაქარგობების იშვითი კოლექცია და სხვა. 1990-იან წლებში მუზეუმი გაიძარცვა და დაიკარგა რამდენიმე ძვირფასი ექსპონატი, რის შემდეგაც მუზეუმი, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებდა. თბილისის მერიის ინიციატივით, რეაბილიტირებული მუზეუმის კარი 2008 წლიდან კვლავ ღიაა დამთვალიერებლისათვის. მუზეუმთან ფუქციონირებს სუვენირების სალონი.
კათოლიკური ეკლესია
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
თბილისში კათოლიკურ ეკლესიას საძირკელი ჩაეყარა 1804 წელს კაპუცინთა მისიის ხელმძღვანელობით. 1808 წლისათვის მცირე ზომის, კოხტა და ნათელი ტაძარი საზეიმოდ ეკურთხა.1814 წელს ტაძრის ტერიტორიას გალავანიც შემოარტყეს. ამ დროისთვის აქ უკვე მოქმედებდა სკოლა და მცირე ოთახი ავადმყოფებისთვის. 1937 წელს ტაძარი ბოლშევიკურ რეპრესიებს შეეწირა. 1999 წლის 15 აგისტოს პაპის პირადმა წარმოგზავნილმა არქიეპისკოპოსმა ჯოვანი ბატისტა რემ აკურთხა წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური კათედრალური ეკლესია.
კუს ტბა
ტბა (თბილისი - თბილისი)
კუს ტბა, ქორქის ტბა — ტბა თბილისში, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 686,7 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,034 კმ2, აუზის ფართობი 0,4 კმ2, უდიდესი სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,7 მ. ტბის სიგრძე 180 მ-ია, ხოლო სიგანე 50 მ. მოთავსებულია მცირე ტაფობში. წარმოქმნილია ეგზოტექტონიკური (ძირითადად ქანების მეწყრული დაცოცების) შედეგად. ტბაში გადაგდებულია ვარაზისხევის წყალი. გარდა ამისა კუს ტბა იკვებება წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. თევზით ღარიბია. კუს ტბა და მისი მიდამოები კეთილმოწყობილია. ხშირად იმართება სპორტული ღონისძიებები. ტბაზე მიყვანილია ბაგირგზა.
ლისის ტბა
ტბა (თბილისი - თბილისი)
ტბა თბილისის ქვაბულში, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. ზედაპირის ფართობია 0,47 კმ², აუზის ფართობი — 16 კმ², მაქსიმალური სიღრმე — 4 მ, მოცულობა — 1,22 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. მაღალი დონე აქვს გაზაფხულზე, დაბალი — შემოდგომაზე. ზაფხულში წყალი თბილია, მაქსიმალური ტემპერატურა — 28 °C. ზამთრობით ტბაზე ჩნდება ყინულნაპირისი, ზოგჯერ — ყინულსაფარიც. წყალი მომლაშოა (მინერალიზაცია 2695 მგ/ლ). ტბაში მოშენებულია თევზი. საწყლოსნო სპორტისა და თევზაობის მოყვარულთა, აგრეთვე თბილისელთა დასასვენებელი ადგილია.
მ.ჯავახიშვილის სახლმუზეუმი
მუზეუმი (თბილისი - თბილისი)
ცნობილი ქართველი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის (1880-1937 წწ.) სახლ-მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია მწერლის პირადი ნივთები და არქივი, ბიბლიოთეკა, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა და სხვა დოკუმენტები. რომლებიც დამთვალიერებელს აცნობს მწერლის შემოქმედებას და რთულ ცხოვრებისეულ გზას (მიხეილ ჯავახიშვილი 30-იანი წლების რეპრესიებმა შეიწირა - დახვრიტეს 1937 წელს).
მეტეხის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
მეტეხის ტაძარი - გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როდესაც ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. XIII საუკუნეში რუსუდანის მეფობისას მონღოლებს კიდევ ერთხელ დაუნგრევიათ ტაძარი. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი შეაკეთა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია. 1979 წლიდან მასში მოქმედებდა და სპექტაკლებს მართავდა ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, ე.წ. "მეტეხის თეატრი". 1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს.
მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემის მიხედვით, მეტეხის ტაძარშია დაკრძალულია წმ. შუშანიკ წამებულის ნეშტი, რომელიც სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით ცურტავიდან გადმოუსვენებიათ. ასევე, გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან.