რუსთავი (გვერდი 5/10)
იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი გორში დაარსდა 1937 წელს. ინახება 60000-მდე ექსპონატი. მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა და სტალინის პირადი დაჯავშნილი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა ისტორიულ კონფერენციებზე თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები.
კარბის წმ. სამების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კარბსა და მის შემოგარენში შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები ძირითადად XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, მათ შორის არის წმინდა სამების ეკლესიაც. სამწუხაროდ ამ ძეგლებზე მწირი ინფორმაცია არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კარბი წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან ჩანს. კარბის წმ. სამების ეკლესიის აგების სავარაუდო პერიოდად გვიანი შუა საუკუნები, კერძოდ კი, XVI-XVII საუკუნეები სახელდება, თუმცა შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ კარბის ეკლესია უფრო ადრეულ საუკუნეებს განეკუთვნება.
კლიკის ჯვრის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კლიკის ჯვრის ეკლესია არის სამეკლესიიანი ბაზილიკა (10,5X10 მ), ნაგები ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილები (ტრომპები, პილასტრები, კონქი, თაღები, კარისა და სარკმლის წირთხლები და შუა ეკლესიის გარე კუთხეები) - შირიმის ქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. ნაგებობა დაზიანებულია: არ არის შემორჩენილი შუა ეკლესიის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი, საბჯენი თაღები, ჩრდილოეთისა და სამხრეთ ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა შედგება შუა ეკლესიისა და მის სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიშენებული ორი უფრო დაბალი ეკლესიისაგან.
კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესიას არა აქვს დამათარიღებელი წარწერა. მის იატაკში ორი საფლავია- ლუარსაბ და დიმიტრი ჩერქეზიშვილებისა. ისინი, როგორც ეტყობა ძმები იყვნენ ორივე იორამის ძედ მოიხსენიება, მათი დედა კი ამილარბარ-სახლთუხუცესის ასულად. თოთხმეტი წლის ლუარსაბის საფლავის ქორონიკონი (უპბ) 1794 წელს იძლევა, დიმიტრისა - 1818 წელს. ამ ცნობების მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკლესია აშენდა 1794 წლამდე. სხვა წერილობითი მასალა არ მოგვეპოვება.
მირმანოზ ერისთავის ციხე–სასახლე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ციხე-სასახლე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევის ცენტრში. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნისა და სასახლისაგან. განირჩევა მშენებლობის სამი პერიოდი: XVII-XVIII საუკუნეებში აგებულია ციხე-გალავანი, კარიბჭე და ცილინდრული კოშკები; XVIII საუკუნის შუა ხანებში ციხის კარიბჭეზე, მის სამხრეთ კედლის ნაწილზე ეზოდან მიუშენებიათ ორსართულიანი სასახლე; XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე სასახლე გაუფართოებია მირმანოზ ერისთავს (მანანა ორბელიანის მამას).
ნადარბაზევის ტბა
ტბა (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ნადარბაზევის ტბა (ნადარბაზევის წყალსაცავი) — წყალსაცავი კვერნაქის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, გორის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 856 მ. ზედაპირის ფართობი 1,18 კმ², უდიდესი სიღრმე 1,8 მ, მოცულობა 3 მლნ. მ³. წყალსაცავი შეიქმნა ყოფილი ნადარბაზევის ტბის ადგილას. წყალს ტუმბავენ მდინარე მტკვრიდან. რწყავს 3 ათას ჰა ფართობს. თევზის რეწვა.
ნადარბაზევის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
წმ. გიორგის ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (11,75X6 მ) ნაგებია ძირითადად მოყვითალო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის მოზრდილი პირმოსწორებული ქვებით. ნაგებობის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელი (ამოქოლილია) და ერთი სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, საკურთხევლის წინ - ხის კანკელი. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა.