რეგიონების მიხედვით

კატეგორიების მიხედვით

რაიონების მიხედვით

ახმეტის რაიონი (გვერდი 5/6)

ოზაანის ამაღლების ტაძარი
პატარა ტბა
საპიკნიკე - „ხიხვის” ვენახი
სახოხბე

სახოხბე

ნაკრძალი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)     
სახოხბე

სახოხბე ყოღოთოს ხეობაში მდებარეობს. ის ა/ო „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ დააარსა კავკასიის ბუნების ფონდის (IUCN) დახმარებით და მისი მიზანია კოლხური ხოხბის გენოფონდის შექმნა ვოლიერულ პირობებში, ხოლო შემდგომ ეტაპზე მათი ბუნებაში გაშვება. ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება. ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში.  ბერძნებმა მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ლათ. Phasianus colchicus; Phasis – მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან).

ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი

ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)     
ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი

ტახტითეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, 620 მ ზღვის დონიდან, და სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.

ფიროსმანის მუზეუმი
ფორე მოსულიშვილის სახლ–მუზეუმი
ქილაკუპრა
ქოჩების ტბა
ყარაღაჯის ციხე-სიმაგრე